| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) -
კრედო ბანკის გენერალურმა
დირექტორმა და აქციონერთა მინდობილმა პირმა ფინკა ბანკი საქართველოს მენეჯმენტი სრულად
კრედოს მენეჯმენტით ჩაანაცვლა.
21
ივლისს გამართულ აქციონერთა საერთო კრებაზე, სადაც ყველას და მათ შორის, ორივე ბანკის
სახელით ზაალ ფირცხალავა იყო წარმოდგენილი, ფინკას სამეთვალყურეო საბჭო სამი კრედოს
სამეთვალყურეო საბჭოს წევრით შეივსო. ფირცხალავა მარეგისტრირებელ ორგანოშიც ერთპიროვნულად
გამოცხადდა.
იოჰანეს
მაინჰარდტი სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარის პოზიციაზე დაინიშნა (თავმჯდომარე კრედოშიც),
მის მოადგილედ ტომას ენგელჰარდტი, ხოლო მესამე წევრად პოლ კატალინ პანჩუ.
კრედოში
კი კიდევ ორი სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა ფრანსისკუს ბერნარდუს მარტინუს სტრეპელი
(თავმჯდომარის მოადგილე) და ენდრიუ პოსპიელოვსკი.
კრედოს
მსგავსად, ჯერ-ჯერობით ფინკას სამეთვალყურეო საბჭოში ქალი არ ფიქსირდება (რასაც კორპორაციული
მართვის კოდექსი ითვალისწინებს).
ამავე
კრებაზე ფირცხალავამ ფინკა ბანკის ახალი წესდება დაამტკიცა.
სამეთვალყურეო
საბჭო 5 არადამოუკიდებელი და დამოუკიდებელი წევრისგან შედგებოდა, მათ შორის, ფლორინ
ლილა, ფოლკერ რენერი, სრინივასან სრიდჰარ, ჩიკაკო კუნო და ავთანდილ გოგოლი.
ფინკას
დირექტორთა საბჭო კი 4 წევრისგან იყო დაკომპლექტებული (1Q21-ს მდგომარეობით).
ირაკლი
ელაშვილი, რომელიც აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო,
საკუთარი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან 8 ივლისს გადადგა.
ელაშვილი
ფინკას ამ პოზიციაზე 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა. მას ფინანსურ და საბანკო
სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს
საქართველოში, აზერბაიჯანსა და დიდ ბრიტანეთში, ისეთ ორგანიზაციებში,
როგორიცაა Barclays Bank, BNP Paribas და თიბისი კაპიტალი. 2017-2019 წლებში
თიბისი კაპიტალის დირექტორი და საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
იყო.
საბჭოში
ასევე შედიოდნენ დავით ზარანდია, მთავარი იურიდიული მრჩეველი და კორპორაციული მდივანი,
თენგიზ თავაძე, ფინანსური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ქეთევან ნადირაშვილი,
რისკების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
აღსანიშნავია,
რომ 2020-ის ბოლოს, ფინკა ბანკი საქართველოს დირექტორატი ირაკლი ელაშვილისგან, გიორგი
ნადარეიშვილისგან (CCO)
და დავით ზარანდიასგან
(გენერალური მრჩეველი და კორპორატიული მდივანი) შედგებოდა.
გიორგი
ნადარეიშვილი ახლა უკვე კრედო ბანკშია და ექს კოლეგებთან ბანკთაშორის მოლაპარაკებებსაც
აწარმოებდა.
ფინკამ
დირექტორატს 2020 წლის განმავლობაში 1.1 მლნ ლარი გადაუხადა
ფიქსირებული ფულადი ანაზღაურების სახით, ცვალებადი სახით კი 164,203 ლარი. სამეთვალყურეო
საბჭომ 2020-ში ჯამში 124,256 ლარი მიიღო, სხვა მატერიალური რისკის ამღებმა ორმა
პირმა კი 198,190 ლარი.
იმავე
პერიოდში ფინკამ განსაკუთრებული ხარჯებიც გაწია. დირექტორატიდან 2 წევრის განთავისუფლება
ფინკას 162,378 ლარი დაუჯდა, ხოლო 2 ახალი თანამშრომლის ანაზღაურება 203,950 ლარი.
რაც
შეეხება კრედო ბანკს, დირექტორატის უცვლელ 5 წევრს, 2020-ში ჯამში 2.4
მლნ ლარი გადაუხადა, მათ შორის 2.2 მლნ ფიქსირებული სახით. სამეთვალყურეო საბჭოს 5
წევრს მხოლოდ ფიქსირებული ანაზღაურება ხვდა წილად, 199,929
ოდენობით, ხოლო, სხვა მატერიალური რისკის ამღებ 29
პირს კრედომ ჯამში 3.6 მლნ ლარი გადაუხადა (3 მლნ ფიქსირებულად).
ამავე დროს, კრედომ განსაკუთრებული
ხარჯები დირექტორატში 2 ახალი წევრის აყვანაზე 132,040 ლარის ოდენობით და მატერიალური
რისკის ამღებ ორ პირზე, 538,250 ლარის ოდენობით გასწია.
FY20-სთვის, კრედოს გადავადებული ანაზღაურების მთლიანი
მოცულობა დირექტორატისთვის (ფულადი სახით) 386,304 ლარია, ხოლო ფინანსური
წლის განმავლობაში გადახდილი გადავადებული ანაზღაურების მთლიანი მოცულობა
დირექტორატისთვის 627,724 ლარი.
ზაალ
ფირცხალავა კრედო ბანკის გენერალური დირექტორი, ბანკის ჯერ კიდევ მიკროსაფინანსო
ორგანიზაციად ყოფნის პერიოდიდან, 2014 წლიდანაა.
კრედო
ბანკს საზედამხედველო კაპიტალის ბუფერები, რომლებიც covid-19-ის სტრესთან
დაკავშირებით შემსუბუქებული იყო, 2021 წლის მაისიდან
აღდგენილი აქვს. 7 ივლისს კი ფინკა /
კრედოს ტრანზაქცია დასრულდა.
ტრანზაქციით, ფინკას 100% კრედომ
შეიძინა, ხოლო კრედომ კაპიტალი Proparco-ს მეშვეობით $12 მლნ-ით გაზარდა და
შედეგად Proparco-ს კრედოს 15%-იანი წილი ერგო.
ფინკა წლის ბოლომდე არსებული სახელით
განაგრძობს მუშაობას, შემდგომ კი კრედოს ქოლგის ქვეშ მოექვევა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss