ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კოვიდრეგულაციების დარღვევათა ამნისტიას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
26 ივლისი, 2021, 16:13
კოვიდრეგულაციების დარღვევათა ამნისტიას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

თბილისი (GBC) - იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა მთავრობის მიერ ინიცირებული „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტები, რომლებიც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დამრღვევ პირებს შეეხება.

აღნიშნული ინიციატივით, 2021 წლის 23 ივნისამდე, ვინც კი ჩაიდინა იზოლაციის ან/და კარანტინის წესის, პირბადის ტარების წესის და  საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, იქნება ეს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული პირები, თუ - სისხლის სამართლის წესით უკვე  აღძრული საქმეები, ყველა პირს  ამნისტია შეეხება.

„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად,  ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმის აღუსრულებელი ნაწილისგან  გათავისუფლდებიან ის პირები რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის შესაბამისად, დანაშაულის ჩამდენი პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან და ითვლება ნასამართლობის არმქონედ.

მთვარობის ინიციატივა დაახლოებით 245 ათასზე მეტ მოქალაქეს შეეხება  და ჩამოწერილი იქნება  76 მილიონ ლარამდე გადაუხდელი ჯარიმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები