| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პარლამენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი დაამტკიცა. ნიკოლოზ გაგუა, ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა. სებ-ის 9-წევრიან საბჭო 3-ით 8-მდე შეივსო და 1 ადგილი კვლავ ვაკანტურია.
ახალი წევრების დამტკიცების საკითხი, საკანონდებლო ორგანოს კვირას (18 ივლისი) რიგგარეშე სესიაზე უნდა განეხილა და დაემტკიცებინა. შს მინისტრის საპარლამენტო გამოსვლის დღეს, რომელიც ჩაიშალა.
7- წევრიანი საბჭო, 9-მდე, სებ-ის მმართველობის ნაწილში შესული ბოლო ცვლილებით (ივნისი/2020), გაფართოვდა. გალდავა/გაგუა/მიქაბაძეს საბჭოში დახვდათ კობა გვენეტაძე (პრეზიდენტი), არჩილ მესტვირიშვილი (ვიცე-პრეზიდენტი), პაპუნა ლეჟავა (ვიცე-პრეზიდენტი), რობერტ სინგლეტარი და ნიკოლოზ ყაველაშვილი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. მმართველობის ყველაზე ხანგრძლივვადიანი გამოცდილება აქვს არჩილ მესტვირიშვილს, რომელსაც მე-2 7- წლიანი ვადა 2023 -ში უსრულდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss