| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – TBC Capital-ის ინფორმაციით, 13-19 ივლისის პერიოდში მოსახლეობის მიერ უნაღდო
ხარჯების ზრდამ სასურსათო და სააფთიაქო პროდუქტებზე 44% შეადგინა (y.y), რაც თითქმის იგივე დონეზეა
რაც წინა კვირას.
2019-თან შედარებით კი ზრდამ 113% შეადგინა.
სხვა კატეგორიებში უნაღდო დანახარჯების ზრდა, სასურსათო და სააფთიაქო
პროდუქტების გარდა, იმავე პერიოდში 42% –ით გაიზარდა (y.y), 2019-თან შედარებით კი 93%-ით.
სასტუმროებში უნაღდო ხარჯების ზრდამ, თიბისი ბანკის არხების საშუალებით,
წინა კვირასთან შედარებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა, 2019-თან შედარებით კი ზრდამ 46%
აჩვენა.
13-19
ივლისის
პერიოდში რესტორნებსა და კაფეებში კვლავ მოცულობითი ზრდაა - ჯამში 73% 2019-თან შედარებით.
ტანსაცმელზე უნაღდო დანახარჯების ზრდა წინა კვირასთან შედარებით
თითქმის უცვლელია.
2019 - თან შედარებით, - 98%.
გასართობად უნაღდო ხარჯები დარჩა პოზიტიური ზრდის ნიშნულზე და იმავე
პერიოდში 7% შეადგინა
(2019-ის 13-19 ივლისთან
შედარებით).
უნაღდო ხარჯების ზრდამ ფიტნესზე 86% შეადგინა, რაც წინა კვირასთან შედარებით
მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
სამშენებლო მასალებზე უნაღდო ხარჯების ზრდა მნიშვნელოვანი დარჩა
და 13-19 ივლისის პერიოდში 84% -იანი ზრდა აჩვენა.
უნაღდო ხარჯვამ ავეჯსა და ტექნიკაზე +75% შეადგინა; ელექტრონიკაზე
უნაღდო ხარჯების ცვლილებამ +50% შეადგინა; პირადი მოვლის უნაღდო ხარჯებმა +92%; სხვა
სამომხმარებლო საქონელზე უნაღდო ხარჯებმა +59% შეადგინა.
ავტომობილების შეკეთებაზე უნაღდო ხარჯების ცვლილება თითქმის უცვლელი
დარჩა წინა კვირასთან შედარებით, ანალოგიურ პერიოდში +67%; საწვავზე და ტრანსპორტზე
უნაღდო ხარჯების ზრდამ +62% შეადგინა.
13-19 ივლისის პერიოდში ექიმის ვიზიტებზე უნაღდო ხარჯები გაორმაგდა და 100%-ს გადააჭარბა,
ხოლო სამედიცინო აღჭურვილობის უნაღდო ხარჯვის ცვლილებამ +91% შეადგინა იმავე პერიოდში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss