| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მონეტარულ პოლიტიკაზეც სებ-ს სთხოვს პასუხს და ფისკალურზეც. "წლიდან წლამდე ვამტკიცებთ 3% - ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს. წლიდან წლამდე მნიშვნელოვანი გადახრით გვაქვს შედეგი“, - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სებ-ის 2020-ის ანგარიშის სასესიო განხილვაზე, ინფლაციის ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკით დადგენილი თარგეთის ფარგლებში შენარჩუნების საჭიროებაზე განაცხადა. (მაისში წლიური ინფლაცია 7.7%, ივნისში 9.9% იყო და ივლისში 9%-ზე ნაკლებს ელოდებიან)
ირაკლი კოვზანაძემ ვრცლად ისაუბრა მაღალ ინფლაციაზე, მკვეთრად გაუფასურებულ ლარზე და სებ-ის პასუხისმგებლობაზე, თუმცა თავი შეიკავა ფინანსთა სამინისტროს პასუხისმგებლობაზე საუბრისგან, სუბსიდირების პროგრამების მხრიდან კურსზე წნეხის შეფასებისგან. საინვესტიციო ბანკირები რეგიონული განვითარების 500 მლნ-იანი პროგრმას რამდენიმე თვეა აკრიტიკებენ და ბაზარზე გავლენის შეფასებით დოკუმენტს ითხოვენ. აგვისტოში ამოქმედდება კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, იპოთეკური სესხის 6 - 8% -იანი თანადაფარვის, ₾55 მლნ -იანი ბიუჯეტით, ზრდის პერპექტივით.
კოვზანაძემ სებ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე დასკვნაც დაუწუნა: „შარშან დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა დაარღვია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნა - მისი მხრიდან დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა შესაბამისი დასკვნა. დასკვნა მხოლოდ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წერილობითი შეხსენების შემდეგ წარმოადგინეს, შედეგად დეპუტატებს არ მიეცათ საშუალება სრულფასოვნად განეხორციელებინათ საკუთარი მოვალეობა“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და დოკუმენტი ფორმალურად შეაფასა „ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული ეროვნული ბანკის დასკვნა ატარებდა ფორმალურ ხასიათს და მასში არ იყო პირდაპირი საუბარი იმ ფისკალურ და მონეტარულ რისკებზე და გამოწვევებზე რის წინაშეც დადგებოდა (და ფაქტია დადგა კიდეც) ჩვენი ეკონომიკა“-აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss