| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეპილეფსიის, მიასთენიის და
სხვა პროგრესირებადი ნერვულ დაავადებების შემთხვევაში ჩინური ვაქცინით აცრა რეკომენდებული არ არის. ექიმმა
მაია ჩხაიძემ კოვიდ ნიუსზე (TV მაესტრო) მოქალაქეებთან კითხვა-პასუხში ფაიზერის უპირატესობაზე აღნიშნა.
გადაცემაში აცრის მსურველ, სხვადასხვა სენით დაავადებული მოქალაქეებს ექიმმა განუმარტა, რომ დაავადებებს შორის, აცრის შემზღუდავი მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისია, მათ შორის ალერგია. თუმცა ფუტკრის ნაკბენის ან სხვა სახის ერთჯერადი შეთხვევა არ უნდა გახდეს აცრასგან თავშეკავების საფუძველი. ექიმ ელერგოლოგის კონსულტაციის შემდეგ დასაშვებია.
გადაცემაში აცრილი და კოვიდგადატანილი მოქალაქეებიც რეკავენ, უჩვეულო ჩივილებით. ერთ-ერთი იყო ხახვის, ქინძის და კოსმეტიკური საშუალებების სურნელის აუტანლობა, გაუსაძლის მდგომარეობამდე. ასევე სტანდარული ჩივლიებით: ნერვული აშლილობა, რეტი, სუნთქვის უკმარისობა, ოფლიაანობა, გაორება.
რეკავენ ვაქცინის შერევის ინიციატივითაც. მაია ჩხაიძემ
ასტრაზენეკათი ერთჯერად აცრილს, მეორე აცრის ფაიზერით ჩატარება აუკრძალა, რადგან გერმანიის აღნიშნული პროტოკოლი საქართველოში არ მოქმედებს. ცოფზე 7 თვის წინ აცრილს უთხრა, რომ 2 კვირის შემდეგაც შეეძლო კოვიდზე ვაქცინაცია. ასაკოვან მამაკაცს,
რომელსაც ხელის კიდურის ნეკა, ფეხის ცერა და ტერფის კუნთი პერიოდულად ეკრუნჩხება, ურჩია აცრამდე ექიმს
ეჩვენოს, რომ კლინიკურ- ლაბორატორიული გამოკვლევებით
დიაგნოზი დაისვას.
მოქალაქეს ვისაც თავი პანდემიის მე-2 ტალღის პიკში ეგონა უითხრა, რომ მე-4 ტალღაში ვართ. აცრილი ქმარი დააიმედა, რომ შესაბამისი მონდომებით აუცრელ ცოლს, აცრაზე აუცილებლად დაითანხმებს.
ყველა დაინტერესებულს კი მოუწოდა აცრისკენ, რადგან ყოველი ახალი ინფიცირებული ახალისებს მუტაციას და თუ ახალი შტამების გავრცელება არ შეკავდა, ურგენტულად ავტორიზებული ვაქცინაც შესაძლოა უძლური აღმოჩნდეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss