ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
TBC -ის სტუდენტურ ბარათით მგზავრობის ფასი ნახევრდება
21 ივლისი, 2021, 11:37
TBC -ის სტუდენტურ ბარათით მგზავრობის  ფასი ნახევრდება

თბილისი (GBC) – სტუდენტები, რომლებიც ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში  მგზავრობის საფასურს თიბისის სტუდენტური ბარათით გადაიხდიან, სპეციალური საშეღავათო ტარიფით ისარგებლებენ. მგზავრობა ამ შემთხვევაში განახევრებული ფასი - 40 თეთრის ნაცვლად, 20 თეთრი ეღირება.

შეღავათი (14/07-დან მოქმედებს) ქუთაისის უნივერსიტეტების, პროფესიული სასწავლებლების და კოლეჯების სტუდენტებზე გავრცელდება. მათ, ვისაც თიბისის სტუდენტური ბარათი ჯერ არ აქვთ, ბარათის შეკვეთა თიბისის ცხელი ხაზის  საშუალებით (032 2 272727), ასევე, თიბისის ნებისმიერ ფილიალში სტუმრობით შეუძლიათ. ხოლო, ისინი, ვინც უკვე არიან თიბისის მომხმარებლები,  სტუდენტური ბარათის შეკვეთას ვებ-გვერდზე -  www.tbcyouth.ge შეძლებენ. ბარათის მიღების შემდეგ, შეღავათიანი ტარიფი ავტომატურად, მეორე დღეს ამოქმედდება.

ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისისა და ქალაქის სატრანსპორტო ბარათებით მგზავრობა მიმდინარე წლის მაისიდანაა შესაძლებელი, რაც გადახდის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს და მარტივს ხდის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები