| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) - საქართველოს
ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ბუფერების აღდგენა
პანდემიამდელ მაჩვენებლებზე ბანკებმა უკვე დაიწყეს.
ზოგმა სებ-ს უკვე მიმართა, თუმცა არა ყველამ, რადგან ზოგიერთ მათგანს ბუფერების გამოთავისუფლება არ ეჩქარება, თუმცა პროცესი გააქტიურდა, სიტუაცია გაუმჯობესდა და ბუფერები ძირითად შემთხვევაში პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებლებზეა დაბრუნებული.
გვენეტაძის
განცხადებით, ბუფერების აღდგენა ძალიან კარგია, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა უბრუნდება
ძველ, კრიზისამდელ ტრაექტორიას, ნიშნვს, რომ სექტორს კარგად გადააქვს კრიზისი.
მისი
თქმით, შესაბამისად, არც ორი ბანკის მიერ გაცხადებული ნახევარწლიური დივიდენდის განაწილება
შექმნის პრობლემას, თუმცა პროცესს აუცილებლად ფრთხილად დააკვირდებიან.
საერთაშორისო
სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმსი ჯონი აცხადებს, რომ სებ-ის გადაწყვეტილებამ,
ბანკებისთვის ბუფერების შექმნაზე, კარგად იმუშავა და სწორი გადაწყვეტილება იყო.
სებ-ს
უკვე ორმა დიდმა ბანკმა, საქართველოს ბანკმა და თიბისი ბანკმა ბუფერების აღდგენაზე
დაუდასტურეს. ბანკებმა დივიდენდების ნახევარწლიური გადახდის პოლიტიკა შემოიღეს და
2H21-ში გადაიხდიან.
დივიდენდების
გადახდაზე მეტ დეტალს ისინი ნახევარწლიური ანგარიშის წარდგენისას, აგვისტოში გააჟღერებენ,
მათ შორის TBC-ს
უკვე 18 აგვისტოს აქვს ჩანიშნული.
აქტივების
მიხედვით TOP 5 ბანკის
ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი (CET1), პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი (Tier1)
და საზედამხედველო კაპიტალის
კოეფიციენტი პანდემიამდე პერიოდსა და ბოლო, 1Q-ს მონაცემებით, ასე გამოიყურება:
|
ბანკი |
CET1 / TIER 1 / ჯამური 4Q19 |
CET1 / TIER 1 / ჯამური |
CET1 / TIER 1 / ჯამური |
|
TBC
|
12% 15% 19% |
10.89% 13.48% 17.58% |
7.81% 9.75% 13.66% |
|
საქართველო |
11.54% 13.61% 18.05% |
11.23% 13.3% |
7.82% 9.77% 13.76% |
|
Liberty |
11.95% 12.20% 18.31% |
9.52% 9.73% 14.37% |
6.98% 8.91% 13.15% |
|
VTB |
12.81% 13.70% 18.82% |
9.39% 10.09% 15.39% |
6.52% 8.69% 14.21% |
|
Procredit |
15.20% 15.20% 19.82% |
12.80% 12.80% 16.87% |
5.74% 7.66% 11.05% |
წყარო: სებ
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss