| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეპიდსიტუაციის ყველა იდიკატორი, მათ შორის 100 000 -ზე ახალი შემთხვევების და ასევე დადებითობის მაჩვენებელი გაუარესებულია. დავბრუნდით III ტალღის პიკის პერიოდის დონეზე, - ამირან გამყრელიძის თქმით, ოქტომბერ-ნოემბრის ანალოგიურ მდგომარეობამდე დამძიმდა სიტუაცია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭომ სამშაბათს მთელ რიგ რეგულაციების გამკაცრებაზე იმსჯელა, მათ შორის, განსაკუთრებით აღსრულების ნაწილში. შტაბი ღია სივრცეში პირბადის ტარების სავალდებულო ნორმაზე მუშაობს. შეგახსენებთ, რომ აღსრულების ნაწილში სანქციები პრემიერის ბრძანებით ანულირდა.
გამყრელიძის ინფორმაციით, მალე შევიტყობთ ფაიზერის შემოტანის თარიღს. "შესაძლოა დღესაც იყოს, ან ხვალ", - მისივე თქმით როცა დასაწყობდება შემდეგ გამოცხადდება ჯავშანიც და რაოდენობაც.
გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის 1.5 მლნ-მდე ერთეული სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინებია, პირველადად ივლისში 80 000 აცრილია სინოფარმით და 40 000 - სინოვაკით. ის კვლავ ელოდება 43 000 ასტრა-ზენეკას. მისი ინფორმაციით, 1.2 მლნ დოზა ვაქცინა უნდა შემოვიდეს კოვაქს პლატფორმიდან, რომლის საფასურის ნაწილი გადახდილია. ამ დროისთვის 18 000 მედ-პერსონალიდან მხოლოდ 7 000-ია აცრილი. 333 ამცრელი ბრიგადაა და თითო 70 აცრას აკეთებს.
გამყრელიძემ 2-ჯერადი აცრის 2 შემთხვევის მიმდინარე კვლევაზე განაცხადა, რომ დადგინდეს 5 ივლისიდან იყო თუ არა გარდაცვალების 2 ფაქტი. 5 ივლისამდე არცერთი შემთხვევა იყო. ერთჯერად აცრილებში კი გარდაცვალების 12 ფაქტია. გამყრელიძის ინფორმაციით, 1-ჯერ ვაქცინირებულში ინფიცირების კოეფიციენტი 0.8%-ია, 2-ჯერადში 0.3%.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss