| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე აღნიშნა, რომელმაც განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულება აზარალა და რაც საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად აისახა. მისი თქმით, მიუხედავად ტურიზმზე მაღალი დამოკიდებულებისა ბოლოდროინდელი მონაცემებით პოზიტიური ნიშნები გამოიკვეთა.
"ეკონომიკა პანდემიის მიერ მოყენებული უარყოფითი შედეგების დაძლევის ეტაპზეა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი დონორებისგან მიღებულმა მხარდაჭერამაც შეიტანა. პირველ კვარტალში შემცირების შემდეგ, აპრილიდან, წინასწარი მაჩვენებლები, ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს. დღევანდელი პროგნოზით მოსალოდნელია, რომ წელს 2019 წლის დონესაც გადავაჭარბებთ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
კობა გვენეტაძემ პოსტ-პანდემიური აღდგენის პირობებში სწორი და შორსმჭვრეტელი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარების მიზანშეწონილობაზე განაცხადა. მოიაზრება ინფლაციის თარგეთირების ჩარჩოსა და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის "ამასთან, არსებული გარემოებების გათვალისწინებთ, გავაგრძელებთ სავალუტო ინტერვენციების გამოყენებას სავალუტო ბაზრის გაუმართავი მუშაობის დროს მისი უარყოფითი გავლენის შესარბილებლად", - კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი, მომავალშიც გააგრძელებს გონივრული საზედამხედველო მიდგომებით ხელმძღვანელობას, რამაც უპრეცედენტო შოკის პირობებში ფინანსური სისტემის მდგრადობა უზრუნველყო.
"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მისიამ ცალსახად დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა (მპ) და აღნიშნა, რომ ჩვენი ქმედებები ყოველთვის ვითარების შესაბამისი იყო. კრიზისულ პერიოდში, ეკონომიკური აქტივობის ხელშესაწყობად, ფინანსურმა სექტორმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. ეროვნული ბანკის თანმიმდევრული და შორსმჭვრეტელური ზედამხედველობის გარეშე, სისტემა პანდემიიდან მომდინარე შოკს ვერ გაუმკლავდებოდა. აღსანიშნავია, რომ საბანკო სისტემა კვლავ უზრუნველყოფილია საჭირო კაპიტალითა და ლიკვიდობით, რაც ახლახან დასრულებული ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის მისიის მიერ ჩატარებულმა სტრესს ტესტებმა დაადასტურა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ბრიფინგზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის მისიის ხელმძღვანელი მუსტაფა საიდიც მონაწილეობდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss