| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ქართული
ღვინის საექსპორტო ფასი მცირდება. 2020 წელს ერთი ბოთლი ღვინის საშუალო საექსპორტო
ფასი 2.29 დოლარამდე შემცირდა, მაშინ როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი 2.38 დოლარი იყო.
ქართული
ღვინის საექსპორტო ფასი წლების მიხედვით:
2020
წელი - $2.29
2019
წელი - $2.38
2018
წელი - $2.36
2017
წელი - $2.21
2016
წელი - $2.26
თითო
ბოთლი ღვინის საექსპორტო ფასი 2011-2020 წლებში საშუალოდ 2.46 დოლარს შეადგენდა. საანგარიშო
პერიოდში, PMC-ის
მონაცემებით, ყველაზე მაღალი ფასი 2014 წელს დაფიქსირდა - 2.95 დოლარი, თუმცა 2016
წელს ის მნიშვნელოვნად - 2.26 დოლარამდე დაეცა. ღვინის საშუალო საქესპორტო ფასი ექსპორტზე
გატანილი ბოთლების რაოდენობისა და ჯამურად გაყიდული ფასის მიხედვით ითვლება.
ქართული
ღვინის საექსპორტო ფასი იმაზე დაბალია, ვიდრე მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი. კერძოდ,
2019 წელს მსოფლიოში 1 ბოთლი ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.59 დოლარი იყო, რაც
საქართველოს მონაცემს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss