ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გპირდებით ევროკავშირი დარჩება ძლიერ პარტნიორად - მიშელი
19 ივლისი, 2021, 16:17
გპირდებით ევროკავშირი დარჩება ძლიერ პარტნიორად - მიშელი

თბილისი (GBC) - დეკემბერში აღმოსავლეთ  პარტნიორტიორობის სამიტი ბრიუსელში გაიმართება და გპირდებით ევროკავშირი დარჩება ძლიერ სანდო პარტნიორად. იმედი მაქვს ევროკავშირის მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებთ, არა ბრიუსელისთვის, არამედ პირველ რიგში თქვენი ხალხის ინტერესებისთვის, საზოგადოების საკეთილდღეოდ", - ევროსაბჭოს პრეზიდენტმა  ევროკავშირთან თანამრომლობის მიმდინარე და სამომავლო სიკეთეებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ათასობით კმ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, 3030-ისთვის, რაც საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას  ევროკავშირთან ფიზიკურ დისტანციას უფრო დაუმოკლებს. 

შარლ მიშელმა  ევროპული ოჯახისთვის დისკრიმინაციის მიუღებლობაზე, პრესის დაცულობაზე და სხვა დემოკრატიულ ღირებულებებზე ისაუბრა. ევროკავშირისგან მიღებული 2.9 მლრდ ევროს პაკეტის მნიშვნელობაზე  გაამახვილა ყურადღება. აღნიშნა, ფინანსური დახმარებას, არსებული გამოწვევების წინაშე რამდენად ვსაჭიროებთ და შესაბამისად რამდენად გვჭირდება ევროპის მხარში დგომა. აღმოსავლეთ პარტნიორობის  ქვეყნებისთვის 500 მლნ ზე მეტი ვაქცინის გამოყოფაზეც თქვა და სამომავლოდ უფრო მეტი დახმარების მზაობაზე, თუ  ნაკისრი ვალდებულებები შესრულდება. 

თქვა, როგორ წაადგება ქართულ ბიზნესს  და რამდენად კონკურენტუნარიანს გახდის  ევროპული შესაძლებლობები. გაცვლით პროგრამებზე აღნიშნა, ვიზა-ლიბერალიზაციის სარგებელზე და უპრეცედენტო ეკონომიკური გარღვევის დაგეგმილ პროგრამაზე, 2.3 მლრდ ევროს დაფინანსებით, რაც 17 მლრდ ევროს მობილიზების შესაძლებლობას აჩენს.

ევროპის ლიდერმა ხელმისაწვდომობის  3  პირობა  დაასახელა  და  მათ შორის მთავარი, სამართლებრივი რეფორმა, რაც  მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის თემა არ არის . ეს შესაძლებლობების გამოყენების მთავარი პირობაა.

მან მოუწოდა აღმოსავლელ პარტნიორებს: "მოდით სასამართლოს რეფორმის კონკურენტული სამიზნე ორიენტირი გამოვაცხადოთ", მხარდაჭერის მასშტაბის შესაფასებლად. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები