ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ივნისში იმპორტმა პანდემიის რეკორდი მოხსნა
მარიამ მინაძე
19 ივლისი, 2021, 16:04
ივნისში იმპორტმა პანდემიის რეკორდი მოხსნა

თბილისი (GBC) - 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $6.2 მლრდ შეადგინა, რაც 20.7%-ითაა გაზრდილი (y.y).

აქედან ექსპორტი $1.9 მლრდ-ს შეადგენს (25.2%-ით გაიზარდა), ხოლო იმპორტი $4.3 მლრდ-ს (18.9%-ით მეტი y.y).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-ივნისში, $2.44 მლრდ  შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.3 %-ია.

მიმდინარე წელს, აპრილში ექსპორტი პანდემიის პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემებს შორის, ყველაზე მაღალი იყო - $378.1 მლნ (+70%/ y.y), ხოლო ივნისში  $349.3 მლნ  შეადგინა (+30.1% / y.y).

რაც შეეხება იმპორტს, მთელი პანდემია, მიმდინარე წლის თებერვლის ჩათვლით, კლების ტენდენციას ინარჩუნებდა, მარტიდან წლიურ ზრდას აჩვენებს და მიმდინარე წლის ივნისში,  გასული წლის იანვრიდან მოყოლებული, ყველაზე მაღალი მაჩვენებლი დაფიქსირდა - $837.2 მლნ-ის ოდენობით, 37.5%-იანი ზრდით (y.y).

1H21-ში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.9% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი ($289.9 მლნ  / +40.7%), რუსეთი ($263.7 მლნ/ +40.2) და აზერბაიჯანი ($244.4 მლნ/ +20.1%).

ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში კი 68.5% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი ($779.6 მლნ / +30.8%), რუსეთი ($466.1 მლნ /+17.5%) და ჩინეთი ($362.8 მლნ/+11.4%).

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები