ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
ლარის გამყარებამ ქვეყნის ვალი 1.4 მლრდ-ით შეამცირა
19 ივლისი, 2021, 15:30
ლარის გამყარებამ ქვეყნის ვალი 1.4 მლრდ-ით შეამცირა

თბილისი (GBC) - 2021 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალის მოცულობა არსებულ გეგმასთან შედარებით 1.4 მლრდ ლარით მცირდება და 32.3 მლრდ ლარს უტოლდება. აღნიშნულ შემცირებაში ძირითადი წვლილი ეროვნული ვალუტის გამყარებამ შეიტანა, რომლის ეფექტი 98%-ს შეადგენს (1.4 მლრდ ლარი), ხოლო ვალის არსებული ნაშთის შემცირების ეფექტი კი 2%-ია (30.5 მლნ ლარი).

ამასთან, სახაზინო ფასიანი ქაღალდების ემისიის შემცირებით იგეგმება საშინაო ვალის შემცირება 150 მლნ ლარის ოდენობით. საყურადღებოა, რომ მოქმედი 2019-2021 წლების მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის მიხედვით, საშინაო ვალის წილი მთავრობის ვალში 2021 წლისათვის არ უნდა იყოს 20%-ზე ნაკლები. ბიუჯეტის ცვლილების პროექტით კი აღნიშნული მაჩვენებელი 19.3%-ია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მთავრობის ვალის მართვის საკითხებში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია ფინანსთა სამინისტრომ დროულად განაახლოს „მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია“.

„წარმოდგენილი კანონპროექტით, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ვალის წესის მაჩვენებელი 2021 წლის ბოლოს დაბრუნდება 60%-იანი ლიმიტის ფარგლებში და მშპ-ს 54.6%-ს გაუტოლდება. აღნიშნულ დაკავშირებით საყურადღებოა შემდეგი საკითხები:

ვალის წესის საპროგნოზო მაჩვენებელი არ ითვალისწინებს ყველა PPP პროექტიდან მომდინარე ვალდებულებებს (+0.3%) და იმ სახელმწიფო საწარმოების ვალს (+0.5%), რომლებიც IMF-ის რეკომენდაციით ფინანსთა სამინისტრომ დააკლასიფიცირა როგორც სამთავრობო სექტორი. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით საპროგნოზო მაჩვენებელები 55.3%-ია. იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობის ვალის 81%-ს საგარეო ვალი შეადგენს და PPP პროექტებიდან მომდინარე ვალდებულებებიც უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, ვალის წესის მაჩვენებელი განსაკუთრებით მოწყვლადია ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების მიმართ.  ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზის დოკუმენტში ასახული სცენარების ანალიზი ეფუძნება ვალდებულებების არასრულ მოცულობას. კერძოდ, დოკუმენტი არ ითვალისწინებს PPP პროექტებიდან მომდინარე ვალდებულებებსა და სამთავრობო სექტორად დაკლასიფიცირებული სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებებს“, - მიიჩნევს აუდიტის სამსახური.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები