ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
უნაღდო ანგარიშსწორება გაორმაგდა
მარიამ მინაძე
16 ივლისი, 2021, 18:45
უნაღდო ანგარიშსწორება გაორმაგდა

თბილისი (GBC) – TBC Capital-ის ინფორმაციით, 6-12 ივლისის თვეში მოსახლეობის მიერ უნაღდო ხარჯების ზრდამ სასურსათო და სააფთიაქო პროდუქტებზე 42% შეადგინა (y.y), რაც იგივე დონეზეა რაც წინა კვირას.

სხვა კატეგორიებში უნაღდო დანახარჯების ზრდა, სასურსათო და სააფთიაქო პროდუქტების გარდა, იმავე პერიოდში 46% –ით გაიზარდა (y.y).

სასტუმროებში უნაღდო ხარჯების ზრდამ, თიბისი ბანკის არხების საშუალებით, 19% შეადგინა, რაც მცირედით შემცირებულია წინა კვირასთან შედარებით.

6-12 ივლისის პერიოდში რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო ხარჯებმა ზღვრული ზრდა აჩვენა, ჯამში 77%.

ტანსაცმელზე უნაღდო დანახარჯების ზრდა წინა კვირასთან შედარებით მცირედით შემცირდა.

გასართობად უნაღდო ხარჯები დარჩა პოზიტიური ზრდის ნიშნულზე და იმავე პერიოდში 12% შეადგინა (y.y).

უნაღდო ხარჯების ზრდამ ფიტნესზე 11% შეადგინა, რაც წინა კვირასთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

სამშენებლო მასალებზე უნაღდო ხარჯების ზრდა მნიშვნელოვანი დარჩა და 6-12 ივლისის პერიოდში 80% -იანი ზრდა აჩვენა.

უნაღდო ხარჯვამ ავეჯსა და ტექნიკაზე +76% შეადგინა; ელექტრონიკაზე უნაღდო ხარჯების ცვლილებამ +52% შეადგინა; პირადი მოვლის უნაღდო ხარჯებმა +88%; სხვა სამომხმარებლო საქონელზე უნაღდო ხარჯებმა +63% შეადგინა.

ავტომობილების შეკეთებაზე უნაღდო ხარჯების ცვლილება თითქმის უცვლელი დარჩა წინა კვირასთან შედარებით, ანალოგიურ პერიოდში +62%; საწვავზე და ტრანსპორტზე უნაღდო ხარჯების ზრდამ +56% შეადგინა.

6-12 ივლისის პერიოდში ექიმის ვიზიტებზე უნაღდო ხარჯები გაორმაგდა, ხოლო სამედიცინო აღჭურვილობის უნაღდო ხარჯვის ცვლილებამ +93% შეადგინა იმავე პერიოდში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები