ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისიმ „კლიმატის მწვანე ფონდის“ აკრედიტაცია მიიღო
16 ივლისი, 2021, 15:01
თიბისიმ „კლიმატის მწვანე ფონდის“ აკრედიტაცია მიიღო

თბილისი (GBC) - თიბისი პირველი კომერციული ბანკია კავკასიის რეგიონში, რომელმაც “კლიმატის მწვანე ფონდის” (GCF) აკრედიტაცია მიიღო. ამასთანავე, თიბისი ერთი-ერთია მსოფლიოში იმ 10 კომპანიიდან, რომლებსაც  წელს ეს პრესტიჟული სტატუსი მიენიჭათ.

.„კლიმატის მწვანე ფონდის“ აკრედიტაცია თიბისის შესაძლებლობას მისცემს, ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად განვითარებას და დააფინანსოს კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციისა და მიტიგაციის მიმართულებით სხვადასხვა პროექტი.

 “ვამაყობთ, რომ  „კლიმატის მწვანე ფონდის“  მიერ აკრედიტებული პირველი კომერციული ბანკი ვართ კავკასიის რეგიონში. აღნიშნული პრესტიჟული სტატუსი შესაძლებლობას მოგვცემს, კლიმატის სფეროში დაფინანსების პოტენციალი გამოვიყენოთ და საქართველოში კლიმატურ მდგრადობას შევუწყოთ ხელი. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მთავარ ღირებულებას - ბიზნესი პასუხისმგებლიანი და მდგრადი გზებით ვაწარმოოთ და წვლილი შევიტანოთ კლიმატური ცვლილებების გამკლავების პროცესში“,  - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

„კლიმატის მწვანე ფონდი“ საერთაშორისო ფონდია, რომელიც  გაეროს მიერ 2010 წელს დაარსდა. ფონდის მიზანი, კლიმატური ცვლილებების გამოწვევების საპასუხოდ, განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერაა. „კლიმატის მწვანე ფონდი“ ორიენტირებულია კლიმატის სფეროში დაფინანსების უზრუნველყოფისა და კლიმატური მდგრადობის განვითარების მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებაზე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები