ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკი წიგნის ფლიმარკეტს მასპინძლობს
16 ივლისი, 2021, 12:07
საქართველოს ბანკი წიგნის ფლიმარკეტს მასპინძლობს

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკთან" პარტნიორობით, შაბათს მზიურის პარკში „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ რიგით მეორე ფლიმარკეტი გაიმართება.

ფლიმარკეტზე მისულ სტუმრებს, როგორც კერძო პირების პირადი ბიბლიოთეკის, ასევე  ბუკინისტების მეორეული წიგნების გადაცვლა შეუძლიათ. ასვე, ახალი გამოცემები წიგნების, წიგნის თემატიკის სუვენირებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნებათ. მეორე წიგნის ფლიმარკეტი განსაკუთრებით საინტერესო მათთვის, ვინც დასასვენებლად გამგზავრებას აპირებს და საკითხავს ეძებს.

 ფლიმარკეტის ტერიტორიაზე მისულ სტუმრებს "საქართველოს ბანკის" მიერ მოწყობილ ზონები დახვდებათ, სადაც მათ განტვირთვის, კითხვისა და დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.

„წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაგეგმილი წიგნის ფლიმარკეტი, მკითხველთა დასაახლოებლად, წიგნის უფრო ხელმისაწვდომობისა და კითხვის პოპულარიზაციის მიზნით იმართებ.

 ინფორმაციისთვის, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, თბილისის მერიის ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები