ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
"კასპერსკი" საქართველოში სისადმინის დღეს აღნიშნავს
15 ივლისი, 2021, 14:47
კასპერსკი საქართველოში სისადმინის დღეს აღნიშნავს

თბილისი (GBC) - საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების  წამყვანი კომპანია  „კასპერსკი“ , წელს საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნავს სისტემური ადმინისტრატორის  დღეს და აცხადებს იუმორისტულ კონკურსს „ყოვლისშემძლე ადმინი“.

დაუჯერებელია შეგხვდეთ ისეთი  სისტემის ადმინისტრატორი, რომელსაც არ აქვს იუმორის გრძნობა. რატომ? იმიტომ,  რომ იგი არის ყველაზე მოთხოვნადი სპეციალისტი ნებისმიერ ორგანიზაციაში. მხოლოდ იუმორის გრძნობა დაეხმარება  მას გაუმკლავდეს მუდმივად „ჩაიდანივით“  მდუღარე  თანამშრომლების  გამართლებულ თუ გაუმართლებელ მოთხოვნებსა და თხოვნებს.  ამიტომაც ყოვლისშემძლე სისადმინისა და  „ჩაიდანივით“  მდუღარე  თანამშრომლების  კომუნიკაცია წარმოშობს სასაცილო ისტორიებს, რომელთა გამოაშკარავებით  შესძლებთ „კასპერსკის“ ფასიანი პრიზის მოპოვებას. პრიზის  მისაღებად თქვენ სისადამინთან  და საერთოდ ციფრულ  სამყაროსთან დაკავშირებული ანეკდოტები და სასაცილო ისტორიები რეალურ მოვლენებზე უნდა  გამოაგზავნოთ info@kaspersky.ge  და/ან  სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ «KasperskyGeorgia» https://www.facebook.com/KasperskyGeorgia   გვერდზე.  მათ წაიკითხავენ 12-დან 31 ივლისამდე, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 16:00 საათზე რადიო ჩვენებურის სპეციალური პირდაპირი ტრანსლაციის დროს.

ყოველდღიურ პირდაპირ ეთერში  წაკითხული ანეკდოტებისა და  საუკეთესო მხიარული ისტორიების ავტორები მიიღებენ  პრიზებს,  ხოლო საეთერო სეზონზე გახმოვანებული და გაგზავნილი   საუკეთესო ანეკდოტები და  მხიარული ისტორიები წაიკითხული იქნება  31 ივლისს დასკვნით რადიო შოუში, ხოლი 1-ლ, მე-2, მე-3 ადგილებზე გასული ანეკდოტებისა და მხიარული ისტორიების ავტორებს  გადაეცემათ ფასიანი  პრიზები კომპანია „კასპერსკისაგან“.

 როგორც ისტორიული მინიშნება, სისადმინის დღე  დააარსა ამერიკელმა, 20-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე სისტემურმა ადმინისტრატორმა ტედ კეკატოსმა.  მან ჟურნალში რეკლამა ნახა, სადაც მადლიერი თანამშრომლები სისტემის ადმინისტრატორს, რომელმაც  ახალი პრინტერები განათავსა,  ყვავილებს და ხილის კალათებს ჩუქნიან.  კიკატოსმა რომელმაც ასევე თვითონ  განათავსა  პრინტერები თავის ორგანიზაციაში, გადაწყვიტა დაეარსებინა სისადმინის დღე  (System Administrator Appreciation Day- კომპიუტერული ადმინისტრატორის მადლიერების დღე), რომელიც პირველად აღინიშნა 2000 წლის 28 ივლისს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები