| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Dongfang-ის პრეზიდენტს ჩენ ციანგს ენერგეტიკულ სექტორში არსებული მდგომარეობა გააცნო და ლიბერალურ საინვესტიციო გარემოზე ესაუბრა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული მანქანა-დანადგარების მწარმოებელი კორპორაციის „დონგფანგის“ (Dongfang Electric Corporation) პრეზიდენტი საქართველოშია, სამუშაო ვიზიტით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.
მინისტრმა ციანგს უთხრა, რომ საქართველომ მალე გაუმკლავდა პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკური გამოწვევებს და წელს საპროგნოზო ზრდის ტემპზე გავა .
ჩინური კორპორაციის პრეზიდენტმა გამოთქვა ინტერესი, შემოვიდეს საქართველოს ბაზარზე. ასევე აღინიშნა, რომ ჩინური კორპორაცია განიხილავს საქართველოში რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის საკითხსაც. ითქვა, რომ „დონგფანგი“, როგორც ჩინეთში ელექტროსადგურებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარების უმსხვილესი მწარმოებლების სამეულში შემავალი კორპორაცია, გეგმავს როგორც ინვესტიციის განხორციელებას საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, განსაკუთრებით, განახლებად ენერგეტიკაში, ასევე თანამშრომლობას ქვეყანაში დაგეგმილი მსხვილი ენერგეტიკული პროექტების ფარგლებში.
ჩინეთის სახელმწიფო კორპორაცია „დონგფანგი“ 1984 წელს დაარსდა. ის ჰიდრო, თბო და განახლებადი ენერგოსადგურების მანქანა-დანადგარებსა და მოწყობილობებს აწარმოებს. კორპორაციის წარმომადგენლობები აზიის რეგიონის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ინდოეთში, პაკისტანში, ვიეტნამში და სხვა ქვეყნებში ფუნქციონირებს.
კორპორაციამ 2015 წელს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზის ფარგლებში (ირაკლი ღარიბაშვილის წინა პრემიერობის პერიოდში) საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასთან ,,განზრახულობათა ოქმს - პართნიორთა შეთანხმების თაობაზე“ ხელშეკრულება გააფორმა, რაც მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ინვესტიციების განხორციელებასაც ითვალისწინებდა. მხარეებს შორის ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმიც გაფორმდა, საქართველოში ჰიდროელექროსადგურის მშენებლობის პროექტის ერთობლივ განხორციელებაზე.
მაშინვე გაფორმდა ძირითადი ხელშეკრულება ტყიბულის მუნიციპალიტეტში 150 მგვტ-იანი ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის EPC კონტრაქტის თაობაზე, რომლის მშენებლობაც 2016 წლიდან უნდა დაწყებულიყო. თბოსადგურის წლიური გამომუშავება 1 მლრდ კვტ/სთ, ხოლო პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით $200 მლნ უნდა ყოფილიყო.
Dongfang Electric-ის პრეზიდენტი
მაშინ
თბილისის
აბრეშუმის
გზის
ფორუმზე პრემიერმინისტრის პირადი მოწვევით
იმყოფებოდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss