| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -₾ 200 000 ზღვარი მოხსნის ნაცვლად იზრდება, 300 000 ლარამდე, თუმცა მხოლოდ სუბსიდირებული იპოთეკისთვის, რომლის დაწყება აგვისტოსთვის იგეგმება. იპოთეკა -2020-სგან განსხვავებით, იპოთეკა-2021 -ის სამიზნე ჯგუფი უფრო ფართოა. მხოლოდ ახლადაშენებული ბინის შეძენა არ ფინანსდება. და როგორც ინიციატორები აცხადებენ, არც დროშია შემოსაზღვრული, არც რაოდენობაში. წყვილს I და II შვილზე იპოთეკა 6%-ით, III, IV-ზე, 8% -ით დაუსუბსიდირდება. კეთილი მიზნების მიუხედავად, ინიციატივას ყველა გადამხდელი იურიდიული და ფიზიკური პირი არ იწონებს. სამართლიანად არ მიაჩნით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში მათი შეტანილი ფულით სხვების დემოგრაფიული პრობლემა მოგვარდეს. სხვა ქვეყნებში, მათ შორის იმ სივრცეში, რომლის წევრობის საქართველო ილტვის, გავრცელებული პრაქტიკით, მსგავს ინიციატივებს კერძო ფონდები აფინანსებს და ნებაყოფლობითია. აწარმოე საქართველოშის დაგეგმილი კამპანია 2021 -ის ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროსთვის დამატებული ₾55 მლნ-იანი ასიგნებებიდან დაფინანსდება. წელს 5 მლნ-მდე დახარჯვას ვარაუდობენ, თუ პროგრამის აგვისტოში დაწყება მოესწრება. თუ არა, უფრო ნაკლებს.
TBC კაპიტალის ბოლო მიმოხილვით, პანდემიამდელ 2019 -თან შედარებით იპოთეკური სესხების გაცემები 30% -ით გაზრდილია .
უძრავი ქონების ბაზარი გააქტიურებულია, თბილისში. მაისის კლების შემდეგ, რაც უქმე დღეებით იყო განპირობებული. ვივნისში 9% ზრდაა. 1-24 ივნისის პერიოდში გაყიდული უძრავი ქონების რაოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებელს 11%-ით აღემატებოდა (2020-ს 68%-ით).
ახალი პროგრამით გათვალისწინებულია 6% და 8% -ით, 60 000 - 300 000 ლარამდე მოცულობის იპოთეკური სესხების პროცენტის თანადაფარვა. შეღავათით ვერ ისარგებლებს აშშ დოლარსა და ევროში 200 001 -300 000 ლარის ექვივალენტში სესხის ამღები.
შეგახსენებთ,
სავალუტო სესხზე ₾100 000 ზღვარი
მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობისას
დაწესდა და სამოქალაქო კოდექსში
12/2018-ის მორიგი ცვლილებით ₾200 000 -მდე გაზრდილი განაკვეთით, მაჭავარიანის
მინისტრობისას ამოქმედდა
წინა, გახარიას პრემიერობისდროინდელი 70 მილიონიანი პროგრამით, რომელიც 2025 წელს სრულდება 800 მლნ ლარზე მეტი იპოთეკაა სუბსიდირებული. 4% -იანი თანადაფარვის პირობით. იყო გარანტიაც, - დეველოპერი 30%-ს თუ ვერ გაყიდდა სახელმწიფო შეისყიდდა.
პროგრამა 25.06.2020 -ში გამოცხადდა და 1.07.2020-დან ამოქმედდა, 24.06 -ში კი სებ -ის მპკ-მ რეფინანსირების განაკვეთი 8.25% -მდე შეამცირა. სებ-ის მპკ 4 აგვისტოს უნდა გაიმართოს. როგორც იცით, იპოთეკა ცვლადგანაკვეთიანია და რეფინანსირებას (9.5%) ებმება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss