ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჯეო ჰოსპიტალსი აცრების რეგიონულ ქსელს ზრდის
13 ივლისი, 2021, 16:31
ჯეო ჰოსპიტალსი აცრების რეგიონულ ქსელს ზრდის

თბილისი (GBC) - ჯეო ჰოსპიტალსი“ მასშტაბური ვაქცინაციის ფარგლებში  მოსახლეობას იმუნიზაციის კაბინეტების რაოდენობის ზრდის გარდა  ჯავშნის გამარტივებულ სერვისსაც  სთავაზობს.

 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი  ვაქცინაციის პროცესში „ჯეო ჰოსპიტალსის“ რეგიონული ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით 11 სამედიცინო დაწესებულებით არის ჩართული, რომლებშიც 15 იმუნიზაციის კაბინეტია მობილიზებული; მათში იმუნიზაციის მომსახურებას აწარმოებს 23 სამედიცინო გუნდი.  „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო დაწესებულებებში ყველა პირობაა იმუნიზაციის პროცესის უსაფრთხოდ წარმართვისათვის: ვაქცინაციის კაბინეტები მოწყობილია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დაცვით, თითოეული პაციენტის წინასწარ შემოწმებას და ზედამხედველობას ახორციელებენ კვალიფიციური ექიმები.

ქსელის მასშტაბით აცრები წარმოებს სინოფარმის, სინოვაkისა და ასტრაზენეკას ვაქცინებით. რეგისტრაციის გაადვილების მიზნით, ადგილზე,  სამედიცინო ცენტრებში, ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელთან დაკავშირების შედეგად, შესაძლებელია, დაჯავშნოთ ვაქცინაციაზე ვიზიტი.

 ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს რეგიონული ქსელი, რომელიც მაქსიმალურად არის ჩართული კოვიდ პანდემიის მართვასა და ვაქცინაციაში, ახალ ეტაპზე გადადის, ამის შესახებ ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ განცხადება და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაქსიმალური მობილიზაციის შედეგად  მოსახლეობის ხელმისაწვდომობა აცრებზე გავზარდეთ, ასევე ვიზრუნეთ რეგისტრაციის გამარტივებაზეც“- განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გენერალურმა დირექტორმა  ზურაბ ქიტოშვილმა.

ვაქცინაციის ჯავშანი ხელმისაწვდომია როგორც სამინისტროს ოფიციალურ პორტალზე https://booking.moh.gov.ge/, ასევე ჯეოჰოსპიტალსის ასისტანსის სამსახურისა http://gh.ge/ka/contact/#online-helpდა რეგიონების სამედიცინო ცენტრებში  მოქმედი ცხელი ხაზის მეშვეობით.(2505222

ქსელის მასშტაბით  ამბულატორიებსა და სამედიცინო დაწესებულებებში შექმნილი  იმუნიზაციის კაბინეტები კვირაში 7 დღის დატვირთვით მუშაობს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები