ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Amcham: კანონის უზენაესობის და უსაფრთხოების ნაკლებობა ძირს უთხრის ინვესტიციებს
13 ივლისი, 2021, 17:36
Amcham: კანონის უზენაესობის და უსაფრთხოების ნაკლებობა ძირს უთხრის ინვესტიციებს

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია უსამძიმრებს დაუპული ლექსო ლაშქარავას ოჯახს და მიუთითებს რომ ჟურნალისტებს მოვლენების გაშუქების სრულფასოვანი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

ამერიკის სავაჭრო პალატა სრულად იზირებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მოსაზრებას, და ველით უფრო „ქმედითუნარიან და ძლიერ ხელმძღვანელობას“ საკითხთან დაკავშირებით. მაშინ როცა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაა, კანონის უზენაესობის და უსაფრთხოების ნაკლებობა ძირს უთხრის ინვესტიციებს”.

AmCham მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დროულად გამოიძიოს ძალადობრივი ფაქტები.

„საქართველოსთვის როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ მოსახლეობამ შეძლოს საკუთარი უფლებების დაცვა და პროტესტის გამოხატვა, ისე რომ ისინი ძლადობის მსხვერპლი არ გახდნენ. ჟურნალისტებმა ისე უნდა შეძლონ პროფესიული საქმიანობის შესრულება რომ არ იქცნენ თავდასხმის ობიექტები. ამისთვის სახელმწიფომ უნდა დაგმოს ძალადობა და მის შეაკავებლად გამოიყენოს საპოლიციო ძალები“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები