| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – სს „საქართველოს რკინიგზა“-მ 2 ლოტად გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა შტადლერის ტიპის, ორსართულიან GRS სერიის მატარებლებში და ჩინური GRT-სერიის ჩქაროსნულ მატარებლებში, განთავსებული რკინიგზის კუთვნილი 8 სავაჭრო აპარატისა და აპარატების (ცხელი სასმელებისა და საკვები) განთავსებისთვის სპეციალურად გამოყოფილი ფართების დროებით სარგებლობაში გაცემის თაობაზე.
ორივე ლოტში უკრაინულმა კომპანია Wog cafe-მ გაიმარჯვა. საჯარო ინტერესთა გამოხატვაში 4 კომპანია მონაწილეობდა.
Wog cafe - სთან კონტრაქტი 1 წლის ვადით გაფორმდება.
აპარატებზე და ფართებზე
(თითოეული
ერთეულისთვის)
განისაზღვრა
ქირის
შემდეგი ოდენობა:
შტადლერის ტიპი მატარებლებში
საკვები
პროდუქტების
ვენდინგის
საოჯარო
ქირა
- 900 ლარი, ცხელი
სასმელების
აპარატის
განთავსების
ადგილის
საიჯარო
ქირა
- 290 ლარი. ხოლო GRT მატარებლებში საკვები პროდუქტების
აპარატის
განთავსების
ადგილის
საიჯარო
ქირა
- 270 ლარით, ცხელი
სასმელების
აპარატის
განთავსების
ადგილის
საიჯარო
ქირა
- 250 ლარით განისაზღვრა. ფასები არ მოიცავს
დღგ-ს გადასახადს.
საწყისი ფასები I ლოტში 300 და 170 ლარი იყო (საკვები და სასმელები), ხოლო II ლოტში კი 150 და 130 შესაბამისად.
მენიუ კონტრაქტით განსაზღვრული არაა. თუმცა, რკინიგზის ცნობით, ძირითადად ბორტზე იქნება ვენდინგ-აპარატებში ჩატვირთვისთვის შესაბამისი პროდუქცია და ასევე სასმელების აპარატებით უზრუნველყოფილი იქნება ცხელი სასმელები.
მათი
რეკომენდაციით, Wog Cafe-მ სავაჭრო აპარატში აქცენტი უნდა გააკეთოს
ე.წ „სნეკის“ ტიპის პროდუქციაზე, როგორიცაა ორცხობილა, კრეკერები, კანფეტები, შოკოლადები,
ხილი და სხვა ამგვარი ტიპის პროდუქტები.
ამავე
დროს, დასაშვებია სხვადასხვა უალკოჰოლო, გაზიანი და უგაზო გამაგრილებელი სასმელების
რეალიზაცია.
თუმცა, 2021 წლის ბოლომდე დასაშვებია მხოლოდ კომპანია „საირმეს“ მტკნარი და გაზიანი მინერალური წყლების რეალიზაცია, ხოლო ამ პერიოდის გასვლის შემდგომ -აღნიშნული ტიპის წყლების რეალიზაცია უნდა შეთანხმდეს საქართველოს რკინიგზასთან.
პროდუქციის ხარისხსა და მის უვნებლობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ოპერატორ კომპანიას.
რკინიგზის განცხადებით, პანდემიის დაწყებამდე, ასევე საჯარო ინტერესთა გამოხატვის გზით იყო შერჩეული სხვა კომპანია, რომელიც ემსახურებოდათ. „სამწუხაროდ აღნიშნულმა კომპანიამ მოულოდნელად შეწყვიტა პროდუქტის შემოტანა, რის შედეგადაც იძულებული გავხდით შესაბამისი პროცედურების დაცვით, შეგვეწყვიტა მათან კონტრაქტი და ხელახლა გამოვაცხადეთ ინტერსეთა გამოხატვა. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე ფორმდება კონტრაქტი ახალ კომპანიასთან“.
GRS სერიის ორსართულიანი მატარებლით მგზავრობის ღირებულება თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, ბიზნეს-კლასი -99 ლარია, I კლასი-60, II კლასი-24 ლარი. ტევადობა 400 მგზავრი.
ხოლო, ჩქაროსნული GRT სერიის მატარებლით თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება ბიზნეს კლასი 42, I კლასი-27 და II კლასი
- 42 ლარია. ტევადობა 308 მგზავრი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss