| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს საფონდო
ბირჟაზე (სსბ), საქართველოს სალიზინგო კომპანიის ობლიგაციების, დაფარვის ვადის დადგომის
გამო, დელისტინგი განხორციელდა.
3 წლიანი ობლიგაციები სსბ-ზე 2018 წლის 6 ივლისიდან
დაილისტა.
$5 მლნ-ის ღირებულების ობლიგაციები დაშვებული
იყო სსბ-ს B კატეგორიის ლისტინგში.
ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა
6.5%-ით, პროცენტის წელიწადში ორჯერ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადა 2021 წლის
22 ივნისი იყო. საკრედიტო რეიტინგი BB-
(Fitch) ჰქონდა.
საქართველოს სალიზინგო კომპანიის ამ დროისთვის ბირჟზე
B ლისტინგში კიდევ ორი $10-10 მლნ -იანი ობლიგაცია აქვს გამოშვებული.
2019 წელს გამოშვებულ 2 წლიან, $10 მლნ-იან ობლიგაციებს
დაფარვა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს უწევს. კუპონის განაკვეთი ფიქსირებული 7.5%-ია.
საკრედიტო რეიტინგი B+ (Fitch).
ხოლო, 2020 წელს გამოშვებულ 2 წლიან, $10 მლნ-იან ობლიგაციებს
დაფარვა 2022 წლის 31 აგვისტოს უწევს. კუპონის განაკვეთი აქაც 7.5%-ია. თუმცა აღნიშნული
ობლიგაციები Fitch-ს
არ შეუფასებია. აღნიშნული ემისია 2017 წელს
გამოშვებული ობლიგაციების გადასაფარად იყო.
განთავსების აგენტი ყველა შემთხვევაში სს „გალთ ენდ
თაგარტი" იყო.
საქართველოს სალიზინგო კომპანია 2001 წელს დაარსდა და
პირველია სალიზინგო სფეროში, რომელმაც ქართველ მომხმარებლებს შესთავაზა ლიზინგი.
კომპანიის მთლიანმა ზარალმა 2020-ში 4 მლნ ლარი შეადგინა,
როცა 2019 წელს 3.9 მლნ მოგება იყო.
2020 წლისა და 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით,
ჯგუფს საწესდებო კაპიტალი ჯამში 3,180,000 ლარით ჰქონდა შევსებული.
2020 და 2019 წლებში დივიდენდები არ გამოცხადებულა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss