| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ძალადობისკენ მოწოდება, ნებისმიერი ინსტიტუტისგან, მათ შორის ეკლესიისგან არის კატეგორიულად მიუღებელი, ისევე როგორც მიუღებელია ეკლესიაზე ძალადობისკენ მოწოდება" - ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ მცხეთაში, პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული ორგანიზაციის გახსნის შემდეგ მედიას ეკლესიის ავტორიტეტულობის ტრენდზე განუცხადა, რაც ისტორიულად ასეა და დღეს და გუშინ არ შეინიშნება მხოლოდ.
თქვა, რომ რადიკალობა გვიქმნის პრობლემებს. გავყავართ 2 უკიდურეს პოზიციაზე და გამოსავალს ვეღარ ვეძებთ. შეუძლებელია ერთი მხარე მეორეს ადანაშაულებდეს ყველაფერში და მტერს და მოღალატეს ეძახდეს. ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს.
„სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ ინსტიტუტებზე და იმ აპარატზე, რომელსაც ის მართავს, ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებში და ოპოზიციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ ნაბიჯებზე, ქმედებებზე და მოწოდებებზე, რომელსაც ახორციელებს, იმიტომ, რომ ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია. არ არსებობს საზოგადოებრივი ოპოზიცია ასე განზოგადებული.
ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია.
ძალადობისკენ მოწოდება, ნებისმიერი ინსტიტუტისგან, მათ შორის ეკლესიიდან არის კატეგორიულად მიუღებელი, ისევე როგორც მიუღებელია ეკლესიაზე ძალადობისკენ მოწოდება, რაც ამ ქვეყანაში ვერასოდეს ვერ განხორციელდება, სხვადასხვა კულტურული, რელიგიური იდენტობიდან გამომდინარე. ეს უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ ხომ ყველას გვინდა რომ 21-ე საუკუნეში, ძლიერ სახელმწიფოში, წარმატებულ საქართველოში ეკლესიაც გვყავდეს ძლიერი, სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი, სახელმწიფო რაც მთავარია ძლიერი. ეს ჩვენ თუ ესე თანმიმდევრულად ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ, ერთმანეთის ინტერესები გავითვალისწინოთ - ისე არაფერი არ გამოვა. ძალადობა მიუღებელია ყოველთვის, ყველგან, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, განსაკუთრებით მოწოდება ძალადობისკენ, მაგრამ ეკლესიაზე ძალადობის მოწოდებაც არის ასევე კატეგორიულად მიუღებელი". - განაცხადა გიორგი გახარიამ
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss