| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვიქტორია ჰორვატს გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე გამოემშვიდობა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში უნგრეთმა საქართველოში მედიკამენტების ექსპორტს შეუწყო ხელი, რაც უპრეცედენტო იყო.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთი საქართველოს აქტიურ დახმარებას გააგრძელებს ევროპული რეფორმების დღის წესრიგის წარმატებით შესრულების მიმართულებით.
პრემიერ-მინისტრმა უნგრეთის ელჩთან შავი ზღვის ეკონომიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა მეტ ევროპულ ინვესტიციას ელოდება აღნიშნული პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით.
მისი თქმით, საქართველომ დადო ამბიციური პირობა, რაც გულისხმობს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ისე გაძლიერებას, რომ ქვეყანა 2024 წელს მზად იყოს ევროკავშირში წევრობის შესახებ განაცხადის შეტანისთვის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss