ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აშშ-ის ელჩი გვისამძიმრებს ლექსოს დაღუპვას
12 ივლისი, 2021, 14:13
აშშ-ის ელჩი გვისამძიმრებს ლექსოს დაღუპვას

თბილისი (GBC) - მნიშვნელოვანია, მოვლენები განვითარდეს დემოკრატიული პროცესის ფარგლებში, –  აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ღონისძიებაზე სტუმრობისას, ღონისძიების დაწყებამდე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის, რათა მათ გამოხატონ კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ასევე, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების უფლება მშვიდობიან გარემოში. სამწუხაროდ, 5 და 6 ივლისს ეს ვერ დავინახეთ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ მომავალში იქნება უფრო მეტი დაფასება, თუ რამდენად ღირებულია ეს თავისუფლება და უფლებები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა და უნდა გადადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრი, ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ ეს ქართველი ხალხია გადასაწყვეტია.

 „მე მინდა, გამოვხატო უდიდესი მწუხარება ლექსოს ტრაგიკულ გარდაცვალებაზე. ეს მართლაც ძალიან მძიმეა, ლოცვებში ვიხსენიებთ და ვუსამძიმრებთ ყველას. ლექსო ერთ-ერთი იყო, ვისზეც ძალადობა განხორციელდა. რა თქმა უნდა, ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, როდესაც ის მიზნად ისახავს, ხელი შეუშალოს ადამიანების მიერ კონსტიტუციური უფლებების, შეკრებისა თუ მედიაუფლებების გამოხატვას. მნიშვნელობა არ აქვს, უმცირესობაა თუ უმრავლესობა, არსებობს ყველას უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურს ქვეყნის ხელმძღვანელად. მნიშვნელოვანია, რომ მოვლენები განვითარდეს დემოკრატიული პროცესის ფარგლებში. რაც შეეხება ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, მე არ მინახავს და კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები