| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, მთავრობა სახელმწიფო ელექტროსისტემისგან (სსე)* 50 მლნ ლარის, სებ-ისგან კი დამატებით 40 მლნ ლარის (100+40) დივიდნდს მიიღებს.
საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 2021 კორექტირებული ბიუჯეტის წარდგენისას, კაკაურიძემ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 1.175 მლრდ-ით, 17.933 მლრდ-მდე ზრდაზე აღნიშნა.
"სხვა შემოსავლებში მატებაა 250 მლნ ლარით, 800 მლნ ლარამდე. 70 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლებია; ₾50 მლნ ლარია დივიდენდი სახელმწიფო ელექტრო სისტემიდან (სსე); 140 მლნ ლარი -ეროვნული ბანკის (სებ) საოპერაციო მოგებიდან (შარშან სებ-მა ₾100 მლნ ჩაურიცხა). ბუნებრივი რესურსების ლიცენზიის გასხვისებიდან მისაღები 50 მლნ ლარია და ასევე ფაქტიური მაჩვენებლების გათვალისწინებით სხვადასხვა კატეგორიების შემოსავლები 20 მლნ ლარით იზრდება“, - აცხადებს კაკაურიძე.
ასევე, მისი თქმით, გრანტების სახით დაგეგმილი შემოსავლები (სრულად საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან) 100 მლნ ლარით იზრდება, საიდანაც 90 მლნ ლარი "განახლებული რეგიონების" პროგრამის დასაფინანსებლადაა. იმის გათვალისწინებით რომ შემოსავლები სსიპებსაც ეზრდება, ბიუჯეტში დამატებით 10 მლნ ლარი მობილიზდება.
პრივატიზაციით თავდაპირველად გათვალისწინებული150 მლნ ლარი, 200 მლნ ლარით, 350 მლნ ლარამდე იზრდება. კაკაურიძის თქმთ, შემოსავლები მხოლოდ მსხვილი ობიექტის გაყიდვიდან არ შედის. არის სხვა ობიექტები და სახელმწიფო მიწების ჩამონათვალი. რაც Q2/2021-დან კერძო სექტორის გააქტიურებაზე მიანიშნებს. ასე რომ მომდევნო პერიოდში შეძენილ აქტივებზე ინვესტიციების განხორციელებაც არის მოსალოდნელი.
*2020-ში სსე საპარტნიორო ფონდიდან, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე გადავიდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss