ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
3.9 მლრდ ევრო სტრატეგიულ დარგებს მოხმარდება - მინისტრი
8 ივლისი, 2021, 14:44
3.9 მლრდ ევრო სტრატეგიულ დარგებს მოხმარდება - მინისტრი

ევროკავშირმა საქართველოს დახმარების თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - 3.9 მლრდ ევროს ოდენობის დახმარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ მთლიანი პაკეტის, რაც აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ქვეყნებისთვის არის გამოყოფილი, -  ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ოლივერ ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ქვეყნებისთვის დახმარების პაკეტზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ინვესტიცია  დიდია და მოხმარდება სტრატეგიულ დარგებს, რომელთა როლი  საქართველოს  ევროპაში ინტეგრაციის დაჩქარებისთვის დიდია: ციფრულ სერვისები,  შავ ზზღვაში განავალი ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელი, ელექტროგადამცემი ქსელები, მაღალი ძაბვის კაბელი, რომელიც შავ ზღვაზე გაივლის და პროცესი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპზეა", - ნათია თურნავას თქმით, ეს ეხება საბორნე-საფიდერო მიმოსვლის გააქტიურებას ქართულ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პორტებს შორის, რაც უფრო მეტად გაზრდის ჩვენს ლოგისტიკურ პოტენციალს და  დეერეფანში საქართველოს პოზიციას.

მისივე თქმით, ადგილობრივი მცირე ბიზნესი მზარდად არის წარმოდგენილი ევროპულ ბაზრებზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარისხის შესაბამისი სტანდარტები იყოს მიღებული, როგორც სოფლის მეურნეობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი წარმოების  და ასევე არასასურსათო წარმოების მიმართულებით.

„ამ მიმართულებითაც ძალიან სერიოზული დახმარებაა და ზუსტად შეესაბამება 10-წლიანი სტრატეგიის პრიორიტეტებს - კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერება, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები