ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ვითიბი მძღოლს და რეპეტიტორს ₾15 000 სესხს სთავაზობს
8 ივლისი, 2021, 17:34
ვითიბი მძღოლს და რეპეტიტორს ₾15 000  სესხს სთავაზობს

თბილისი (GBC) - დღეიდან, ვითიბი, რეპეტიტორებს, ხელოსნებს, მძღოლებს, ძიძებსა და სხვა თვითდასაქმებულებს, რომელთაც ხელფასი არ უფისქირდებათ ბანკში, შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებული საკრედიტო პროდუქტები გამარტივებული პირობებით.

თუ მომხმარებელი შემოსავლის დადასტურებას შეძლებს, მას სესხის აღების შესაძლებლობა იმავე წარმატებით შეუძლია, როგორც ამას ოფიციალურად დასაქმებული მსესხებლები ახერხებენ, თუ ისინი თავით  ყოველთვიურ შემოსავალს  ვითიბი ბანკის Visa Debit ბარათზე დააფიქსირებენ. ვიზა დებიტის უმთავრესი უპირატესობა არის ის, რომ ნებისმიერ დროს თანხის განაღდება საქართველოში არსებული ნებისმიერი ბანკომატიდან უფასოდაა შესაძლებელი.  ბარათზე თანხის დაფიქსირების შემდეგ, მსესხებელი შეძლებს შემდეგი საკრედიტო პროდუქტების დამტკიცებას გამარტივებული პირობებით.  შემოსავლების დადასტურება ადგილზე ვიზიტის გარეშეც შესაძლებელია.

სამომხმარებლო სესხი - 400 ლარიდან- 15,000 ლარამდე

საკრედიტო ბარათი -V ქარდი - 400 ლარიდან- 5,000 ლარამდე

იპოთეკური სესხი - 5,000 ლარიდან - 100,000 ლარამდე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის  საბანკო მომსახურება კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტული გავხადოთ, აქედან გამომდინარე,  შევქმნათ ისეთი მოქნილი საბანკო პროდუქტი, რომელიც მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებზე იქნება მორგებული. სესხი თვითდასაქმებულებისთვის ზუსტად ასეთი პროდუქტია. განაცხადა - საცალო ბიზნესის განვითარების დირექტორმა, ვალერიან გაბუნიამ.

დეტალურად  ბანკის ვებ გვერდზე

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები