| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – უმუშევრობის
დაზღვევას, მშრომელის დაცულობას, დამსაქმებლის
ვალდებულებების გაზრდას... ამ
ყველაფერს თავისი ფასი აქვს. იმის მიხედვით, აღნიშნული სიკეთეებიდან რამდენს აიტანს და გაწვდება საშუალო ხელფასი. ყველაფერი
გამოისახება ფულში, გამოისახება წარმოებაში, წარმოებული პროდუქტის თვითღირებულებაში, - სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა, ბიზნესფორმულაში სოციალურ კოდექსზე კითხვებს უპასუხა.
დევი
ხეჩინაშვილის თქმით, ტექნიკურ დეტალებზე საუბარი, შრომის ბაზრისგან განყენებულად, ჯერ ნაადრევია, რადგან კანონმდებლობა საზღვრავს
ყველა დეფინიციას: საქმიანობის რეგულირებას; შეზღუდვებს; დამსაქმებლის ვალდებულებებს; დასაქმებულის უფლებებს; მუშახელის დათხოვნის/აყვანის წესებს; კვალიფიკაციიის და სხვა მთელ რიგ საკითხებს.
მისივე თქმით, შესაბამისად ახლა მიზანშეუწონელია სხვადასახვა დაშვებების მოდელირება - "ვინ, რამდენად, როგორ, ინდუსტრიის კონტრიბუცია რა იქნება, სახელმწიფოსი რა". ტექნიკურ განხილვამდე ჯერ დიდი დროა. კოდექსის პროექტის განხილვას საექსპერტო კორპუსი 2023 წლის ბოლომდე მოუნდება და პარლამენტისგან ვიზირება 2024 წლისთვის არის გათვალისწინებული. ამავდროულად, თან სადაზღვევო ბაზარი Solvency II-ზე გადადის, სექტორის ფინანსური მდგრადიბის შეფასების სტანდარტიზაციის ახალ ეტაპზე, რაც რისკებზე დაფუძნებულ რეგულაციას გულისხმობს. რაზეც თავის დროზე, ბაზელ III –ით საბანკო სისტემა გადავიდა. ეს პროცესიც 2-3 წელში დასრულდება.
ამ დროისთვის მოსახლეობის ჯერ მხოლოდ 15%-ს აქვს ჯანმრთელობა დაზღვეული. როგორც ტიკარაძემ 10 წლიანი პროგრამის წარდგენისას განაცხადა, 400 000 -ს და როგორც ხეჩინაშვილმა დააზუსტა 650 000-ს. სულ, დაზღვევის ყველა მიმართულებაზე კი ბაზარზე მოქმედ 18 სადაზღვევო კომპანიას 2 მლნ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ამ შედეგების მიხედვით, ბაზრის ლობისტის შეფასებით ინდუსტრია ყოჩაღია.
Q1/2020-ში ინდუსტრიის მოზიდული სადაზღვევო პრემია 233.2 მლნ ლარია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss