ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბრიტანულს ინდური შტამი სრულად ჩაანაცვლებს
8 ივლისი, 2021, 12:43

თბილისი (GBC) - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებს მთლიანად ჩაანაცვლებს.

 მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ინდური შტამის 52 შემთხვევაა აღრიცხული და კიდევ რამდენიმე შესაძლო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს.

 „წინა კვირაში გვქონდა ინდური შტამის 25 ახალი შემთხვევა. ახლა სულ სადღაც 52 შემთხვევაა, კიდევ კვლევაშია დამატებითი შემთხვევები. ამაში გასაკვირი არაფერია, იმიტომ რომ ეს შტამი ევროპულ ქვეყნებში თანდათან ანაცვლებს ბრიტანულს. პროგნოზი ასეთია, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში ან ბოლოს ის მთლიანად ჩაანაცვლებს ბრიტანულს. ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ და ამისგან დაცული არ ვართ. პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს - ვატაროთ პირბადე, არ იყოს დიდი თავშეყრები, დავიცვათ დისტანცია. დღეს მთავარი გახლავთ ინტენსიური ვაქცინაცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები