| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) -
ევროპის რეკონსტრუქციისა
და განვითარების ბანკმა (EBRD) 107 მლნ ლარიანი ობლიგაციები დროულად, ივნისში დაფარა.
EBRD-ს
107 მლნ - იანი, ლარში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვება 2016 წლის 17 ივნისს,
ბანკის პირველი საჯარო გამოშვება იყო.
5 წლიან
ობლიგაციებს ცვლად პროცენტიანი კუპონი გააჩნდა, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოს
ეროვნული ბანკის სამთვიანი სადეპოზიტო სერტიფიკატის განაკვეთთან. მისი საწყისი კუპონი
6.45% იყო.
ევრობანკისთვის
ეს ლარით დენომინირებული ობლიგაციების მესამე წარმატებული გამოშვება იყო საქართველოში.
პროცესს გალთ & თაგარტი წარმართავდა.
ფასიანი
ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟის (სსბ) სავაჭრო სისტემაში A კატეგორიის ლისტინგში
იყო დაშვებული.
ობლიგაციების
განთავსების მთავარი მიზანი ლარში გრძელვადიანი სახსრების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა
იყო.
გამოშვების
პერიოდისთვის ევრობანკს ლარით დენომინირებული 16 კრედიტი ჰქონდა გაცემული ჯამში დაახლოებით
380 მლნ ლარის ოდენობით, რაც მცირე ბიზნესის, ენერგო ეფექტურობის და ქალი მეწარმეების
დახმარებას ისახავდა მიზნად.
ობლიგაციების
გამოშვებისას, 2016 წელს EBRD-ს 75 მლნ-ის ობლიგაცია ჰქონდა სსბ-ზე განთავსებული, დღეს კი აღარცერთი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss