ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვარჰეის საქართველოს იმედი აქვს
7 ივლისი, 2021, 17:06
ვარჰეის საქართველოს იმედი აქვს

თბილისი (GBC) -  დავგმე ბატონო კომისარო. დაკავებები პოლიციამ უკვე დაიწყო. 100 პირია ადგილზე აყვანილი, თბილისი -პრაიდის ძალადობრივ გადაცდომებზე, ოლივერ ვარჰეისთვის (სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი) პრემიერს ახსნა-განმარტება მოუწია.

ევროკომისარი იმედოვნებს, რომ  ათეული წლების წინ არჩეული  გზიდან საქართველო არ გადაუხვევს. " რაც გავიგე საქართველოში, რაც დავინახე, ამ ერის შეუქცევადი სწრაფვა თავისუფლებისკენ, ათეული წლების განმავლობაში ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ერი, რომელმაც კარგად იცის თავისუფლების ფასი და გვინდა ქვეყანას დავეხმაროთ ამ მიღწევის შენარჩუნებაში. ურთიერთთანამშრომლობისთვის სამართლის უზენაესობა ფუნდამენტურია, რაზეც მეტი აქცენტები გაკეთდება მომავალშიც. ჩვენ გვაქვს  გრძელი სია საქართველოს მხრიდან შესასრულებელი ვალდებულებებისა. საქართველო დგას ტრანსფორმაციის გზაზე", - კომისარმა დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის საჭიროებაზე განაცხადა: ადმინისტრირება, სასამართლო სისტემა.

დროშის გათელვაზე თქვა, რომ "ბარბარიზმის  იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ჩემთვის არ არის ეს მნიშვნელოვანი ნიშანი. უფრო მნიშვნელოვანია, რომ დილით პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე ხელით დააბრუნა დროშა ადგილზე.

ღარიბაშვილმა  თავის წინაპრემიერობისას ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება გაიხსენა. მისი განმარტებით, ქორწინების დეფინიცია მოსახლეობის დაკვეთა იყო. "მაგრამ ამასთან  ჩვენ  ქვეყანაში დღეს განსხვავებული აზრი და ცხოვრების წესი არ იდევნება .  კანონი ყველას იცავს. ცალკეული პროვოკაციულისშემთხვევები არ უნდა იყოს განზოგადებული. ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებს პარლამენტის წინ და ასე იქნება მუდმივად", - განაცხადა პრემიერმა. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები