ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბაზისბანკმა 10 მლნ ევრო მოიზიდა
6 ივლისი, 2021, 14:01
ბაზისბანკმა  10 მლნ ევრო მოიზიდა

თბილისი (GBC) - ბაზისბანკმა და მიკროსაფინანსო ფონდმა BlueOrchard, რომელსაც მართავს პოზიტიური განვითარების მიმართულებით ინვესტიციების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი, BlueOrchard Finance Ltd, 2021 წლის 24 ივნისს გააფორმეს 10,000,000 ევროს მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულება, რათა ერთობლივი ძალებით დააკმაყოფილონ ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო საჭიროებები და გააუმჯობესონ მათი წვდომა საკრედიტო რესურსებზე, რათა მათ, თავის მხრივ, მოახერხონ საკუთარი ბიზნესების გაფართოება და ქართულ  ბაზარზე შექმნან ახალი შესაძლებლობები. აღნიშნული მიმართულებით ბაზისბანკისა და მიკროსაფინანსო ფონდის BlueOrchard თანამშრომლობას, საფუძველი ჯერ კიდევ 2017 წელს ჩაეყარა.

ნორმუნდს მიზისი, BlueOrchard Finance Ltd-ის აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენი თანამშრომლობა ბაზისბანკთან, უკვე რამდენიმე წელს ითვლის და ჩვენ მოხარულები ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს პარტნიორობა, რათა გავზარდოთ საქართველოს მცირე და საშუალო სექტორის წვდომა დაფინანსებაზე, რადგან მისი განვითარება, ქვეყნის ეკონომიკისთვის, საკვანძო მნიშვნელობის მატარებელია“.

 

დავით ცაავა, ბაზისბანკის გენერალური დირექტორი: „ჩვენი პარტნიორის მიერ განხორციელებული ახალი ინვესტიცია საშუალებას გვაძლევს, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის განვითარებას, გავზარდოთ გრძელვადიანი დაფინანსების ხელმისაწვდომობა და მეტი რესურსი გამოვყოთ ჩვენი ბიზნესკლიენტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ხელსაყრელი პროდუქტების, მომსახურების და ინოვაციური გადაწყვეტების მიწოდებით  გზით ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი წლიდან წლამდე სტაბილურად იზრდება. ჩვენი პარტნიორობა 2017 წელს დაიწყო და უკვე მესამე ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ. მოხარული ვარ, ჩვენს სტაბილურ პარტნიორთან, Blue Orchard-თან თანამშრომლობის გაღრმავებით და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც არაერთ მასშტაბურ პროექტს განვახორციელებთ.“

 

ბაზისბანკის შესახებ

ბაზისბანკი საქართველოში წარმატებული საქმიანობის 26 წელზე მეტს ითვლის. 2018 წლის შემდეგ ბანკი ქვეყნის 5 საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტს შორისაა და ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი და  სწრაფად მზარდი კომერციული ბანკია. ახლადდაარსებულ შვილობილ კომპანიებთან ერთად (BB დაზღვევა და BB ლიზინგი) ბანკი მომხმარებელთა სხვადასხვა სეგმენტს, მსხვილ და საშუალო საწარმოებს, SME-ს და საცალო ბიზნესს სრული სპექტრის ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს.

ბანკის პოზიციას, ლოიალურ მომხმარებელთა მძლავრი ბაზა, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა და მთავარი აქციონერის - ჰუალინგ ჯგუფის მხარდაჭერა ამყარებს. ბაზისბანკი თავის მომხმარებლებს, პარტნიორებს, თანამშრომლებს და დაინტერესებულ მხარეებს რეალურ ეკონომიკურ ღირებულებას და განვითარების პერსპექტივებს უქმნის.

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბაზისბანკს 2 მილიარდი ლარის აქტივები და 309 მილიონი ლარის კაპიტალი აქვს. აქტივების მიხედვით ის მე-5 პოზიციას იკავებს, კაპიტალით - მე-4-ს.

 

მიკროსაფინანსო ფონდ Blue Orchard-ის შესახებ

მიკროსაფინანსო ფონდი BlueOrchard, წარმოადგენს პირველ და დღესდღეობით, მსოფლიოს უმსხვილეს კერძო და სრულიად კომერციულ მიკროსაფინანსო საინვესტიციო ფონდს. ფონდის მიერ დაფინანსებული მიკროსაფინანსო ინსტიტუტების რაოდენობა, 28 მილიონს აჭარბებს და ისინი გაფანტულნი არიან მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც, 2021 წლის მაისიდან, დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებს, აწვდიან საკრედიტო რესურსებს, სადეპოზიტო, სადაზღვეო და სხვა მომიჯნავე პროდუქტებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები