ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დაოჯახებულ წყვილს იპოთეკა უფინანსდება
6 ივლისი, 2021, 12:11
დაოჯახებულ წყვილს იპოთეკა უფინანსდება

თბილისი (GBC) - მთავრობა ოჯახებს იპოთეკური სესხის პროცენტის 6-8%-ის ფარგლებში დაუსუბსიდირებს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პირველი ან მეორე შვილის შეძენაზე სახელმწიფო პროცენტის სულ მცირე 5-6%-ს დაასუბსიდირებს, ხოლო მესამე შვილზე 8%-ს.

"პროგრამა აწარმოე საქართველოში გასცემს საკმაოდ სოლიდური დოზით იპოთეკური სესხის პროცენტის თანადაფინანსებას იმ ოჯახებზე, ვისაც შვილი შეეძინებათ და მოინდომებენ საკუთარი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. განსაკუთრებულ აქცენტს მრავალშვილიან ოჯახებზე გავაკეთებთ; პირველი ან მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში სულ მცირე 6% თანადაფინანსება მოხდება ჩვენს მიერ. მესამე ან ყოველ მომდევნო შვილზე, იქნება 8%-იან თანადაფინანსება. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ პროცენტის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერაა გაღებული",-აცხადებს თურნავა. მთავრობა ელის რომ აღნიშნული პროგრამით 60 000-დან 300 000-ლარამდე იპოთეკური სესხების დაფინანსება მოხდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები