| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პრემიერმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ჯეიმს აპატურაის და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაზე აღინიშნა ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მნიშვნელობა, რომელიც სექტემბერში იგეგმება, ასევე - ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების როლზე საქართველოს თავდაცვის ძალების თავსებადობის გაძლიერებაში.
მხარეებმა ისაუბრეს აშშ-ის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე. ჯეიმს აპატურაიმ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა წარმატებული მედიაციისთვის,
რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანულ მხარეს დანაღმული
ტერიტორიების შესახებ რუკები გადაეცა.
ისაიბრეს ნატოს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს მოკავშირეების ცალსახა გზავნილებს, რომელიც სამიტის კომუნიკეში აისახა. იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელის სამიტის გადაწყვეტილებები საფუძველს ჩაუყრის საქართველოს წინსვლას ალიანსის წევრობის გზაზე.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. პრემიერმა საერთაშორისო მხარდაჭერის აუცილებლობაზე აღნიშნა, ზაზა გახელაძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის დაუყოვნებლად გათავისუფლებისთვის
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს აქტიური მონაწილეობისთვის.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss