ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მცირე სასტუმროების დატვირთულობა მხოლოდ 13%-ია
2 ივლისი, 2021, 14:22
მცირე სასტუმროების დატვირთულობა მხოლოდ 13%-ია

თბილისი (GBC) - საქართველოში სასტუმრობის დატვირთულობა საშუალოდ 29%-ია, მაშინ როცა პანდემიამდე ივნისის თვეში სასტუმროების საშუალო დატვირთულობა ქვეყნის მასშტაბით 70%-ის ფარგლებში იყო. დატვირთულობა გაცილებით მაღალია დიდი სასტუმროების შემთხვევაში - 48%, ხოლო მცირე სასტუმროების მხოლოდ 13%-იან დატვირთულობით მუშაობენ. TBC კაპიტალის კვლევის მიხედვით, დიდ სასტუმროდ მიიჩნევა ბრენდული სასტუმროები, სადაც ნომრების რაოდენობა 80-ს აღემატება; ხოლო მცირე სასტუმროდ მიიჩნევა ის სასტუმრო სადაც ნომრების რაოდენობა 80-ზე ნაკლებია.

 

რაც შეეხება ფასებს, დაბალი დატვირთულობის ფონზე სასტუმროები სტუმრების მიზიდვას დაბალი საფასო პოლიტიკით ცდილობენ. კერძოდ, დიდ სასტუმროებში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასები 34%-ით იყო შემცირებული. უნაღდო ხარჯვის შესამჩნევი აღდგენა აჭარასა და კახეთში დინამიკა ეტაპორივად უმჯობესდენა თბილოსაა და რეგიოენბში.

 

კერძოდ აჭარაში სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები 11%-ით ჩამოუვარდება პანდემიამდელ მონაცემს, მაშინ როცა წლის პირველ კვარტალში შემცირება 44% იყო. კახეთში სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები 12%-ით არის შემცირებული, ხოლო თბილისში 49%-ით.

 

TBC კაპიტალში ელიან რომ სასტუმროების დატვირთულობა 2021 წელს 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 55%-ით ნაკლები იქნება. 2023 წლიდან კი დატვირთულობა მხოლოდ 5%-ით ჩამორჩება პანდემიამდელ ნიშნულს.

 

რაც შეეხება ფასებს, საინვესტიციო ბანკში ელიან რომ მაღალი კონკურენციის ფონზე სასტუმროებში დაბალი ფასები ხანგრძლივად შენარჩუნდება და 2023 წელსაც პრე-კრიზისულ მაჩვენებელზე დაბალი იქნება.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები