ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფოთის პორტში მეტეოსადგური განახლდა
1 ივლისი, 2021, 15:44
ფოთის პორტში მეტეოსადგური განახლდა

თბილისი (GBC) - სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურის ცნობით,  ფოთის პორტის  აკვატორიაში  განთავსებული ამორტიზებული სახმელეთო  მეტეოსადგური   ახალი   სადგურით ჩაანაცვლა.    

 

მეტეოსადგური   VAISALA- ის წარმოებულია. მგრძნობელობის უმაღლესი ხარისხის მქონე სენსორებით და სპეციალიზირებული პროგრამით უზრუნველყოფილი ახალი მეტეოსადგური ქარის სიჩქარის, ქარის მიმართულების,  ჰაერის ტემპერატურის, ნალექიანობის და ტენიანობის შესახებ ზუსტი მონაცემების მოწოდებას ახდენს - აღნიშნული  მონაცემები გემებისთვის.ძალიან მნიშვნელოვანია. 

 

საზღვაო ნაოსონობის უსაფრთხოება საქართველოს საზღვაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. საზღვაო მეტეოროლოგია ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი დარგია,  რომელიც  ზღვაზე  ნაოსნობისთვის რთული  (საშიში) მეტეო მდგომარეობის წინასწარ პროგნოზირებას   ახორციელებს.

 

„საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური  24 საათიან რეჟიმში, პერიოდულად  ახდენს  საზღვაო საქმიანობაში ჩართული ყველა მცურავი საშუალების, ფიზიკური თუ  იურიდიული პირისთვის  ზღვაზე ფაქტიური მეტეოროლოგიური  მონაცემების  შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რაც მნიშვნელოვანია  საქართველოს საზღვაო სივრცეში საზღვაო საფრთხეებისა და ინციდენტების პრევენციისთვის“, - აღნიშნა საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფული სამსახურის დირექტორმა რევაზ ბაბილუამ.

 

ანალოგიური სადგურების განთავსება  ბათუმის პორტსა და საქართველოს სანაპირო ზოლის სხვადასხვა ლოკაციებზე იგეგმება

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები