| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - მაისში ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ 90.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (- $ 53.6 მლნ m.m; -$32.2 მლნ Y.Y). მოცულობა შემცირებულია, თუმცა თუმცა ბაზრის მონაწილეებს შორის გარიგებების რაოდენობა გაზრდილის +43.9 % m.m. +33.2%Y.Y).
სებ-ის თვის მიმოხილვით, გაზრდილია სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია.62% (აპრილი - 58 %) ქვეყანაში მოქმედი 15 ბანკიდან და 6 არასაბანკო ორგანიზაციიდან 5 -ზე მოდის.
მაისში სავალუტო ბაზარზე ყიდვა-გაყიდვების აქტივობები წლიურად გაიზარდა, ხოლო თვის ჭრილში დაიკლო. ლარის უცხოური ვალუტით თითქმის მთლიანად სპოტ გარიგებებით ივარებოდა (98.3 %) და 1,494.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც აპრილში ნავაჭრზე $55 მლნ-ით ნაკლებია ( + $350.3 მლნY.Y).
სპოტ გარიგებები 72% იურიდიულ (ნავაჭრი -$ 624.4 მლნ), 25.8% ფიზიკურ პირებზე ($137.3 მლნ) და 2.2% არარეზიდენტ ბანკებზე ($6.7 მლნ) მოდიოდა. სებ-ს მაისში ინტერვენციები არ განუხორციელებია.
საანგარიშო პერიოდში შემცირებულია ეკონომიკური აგენტების მიერ უცხოური ვალუტის სპოტ გარიგებებით მიწოდება,$726.1 მლნ -მდე ( აპრილთან შედარებით $65.6 მლნ-ით ნაკლები) წლიურად, $97.3 მლნ -ით ზრდაა.
იურიდიულმა პირებმა $452.1 მლნ, ფიზიკურებმა $248.2 მლნ, არარეზიდენტმა ბანკებმა $25.8 მლნ გაყიდეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss