| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 1Q21-ში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა $365.5 მლნ (1.2 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი.
1Q21-ში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 13.8%-ით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -11.2%-დან -10.7%-მდე შემცირდა.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 14.5%-ით შემცირდა და $755.6 მლნ (2.5 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 4.8 %-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.1%-ით შემცირდა.
1Q21-ში წმინდა შემოსავლის ანგარიში -$137.6 მლნ (-455.9 მლნ ლარი) იყო. შემცირდა როგორც დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება (35.2 %-ით), ასევე უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი (25.3 %-ით).
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 30.2%-ით გაიზარდა და 1Q21-ში $526.9 მლნ-ს (1.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 28.9%-ით გაიზარდა $482.7 მლნ-მდე (1.6 მლრდ ლარი). გაზრდილია სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერებიც.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, პირველ კვარტალში $42.3 მლნ (140.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 1.2 %-ია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss