ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი ბიზნესის და გაუს სტარტაპ კურსის გამარჯვებულები
30 ივნისი, 2021, 16:44
თიბისი ბიზნესის და გაუს სტარტაპ კურსის გამარჯვებულები

თბილისი (GBC) -  თიბისი ბიზნესის ორგანიზებით, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სტარტაპის განვითარების კურსი დასრულდა და გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

გამარჯვებული გუნდის წევრები - ილია დანელია, ელდარ ჯიქია, დავით ბუჩუკური GAU-ს ბიზნესის სკოლის I კურსის სტუდენტები არიან.  ისინი მათთვის სასურველი მიმართულებით თიბისიში 6 თვიან სტაჟირებას გაივლიან.

8 კვირიანი სასწავლო კურსი სტარტაპის განვითარების საწყის ფაზას შეეხებოდაიდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი .. pitch-ის მომზადებამდე. კურსის მიზანი სტუდენტებში სტარტაპ კულტურის დამკვიდრება იყო.

კურსის განმავლობაში ლექციებს, ძირითადად, თიბისის თანამშრომლებისგან შემდგარი სპიკერების გუნდი კითხულობდა. კურსის მონაწილე სტუდენტები ინდივიდუალურად იღებდნენ რჩევებს და მათ მენტორობას უწევდნენ ამ სფეროწარმატებულ ადამიანებკურსის დასკვნით ეტაპზე კი, გაიმართა დემო დღე, სადაც მონაწილე გუნდებმა ჟიურის წინაშე ფინალური პრეზენტაციები წარადგინეს.

ჟიურის წევრებს შორის იყვნენ გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის დირექტორი და ლაშა ყანჩაველი, ასოცირებული პარტნიორი თიბისის ციფრული სევრისების განვითარების გუნდიდან.

„ძალიან სასიხარულოა, რომ თიბისის სტარტაპერმა გაუსთან ერთად უკვე მეორედ, წარმატებით ჩაატარა ეს კურსი. კურსის მიზანი იყო, რომ სტუდენტებთვის ბიზნესის წამოსაწყებად საბაზისო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნა მიგვეცა. ვულოცავთ გამარჯვებულებს და ველოდებით მათ ამჯერად უკვე თიბისიში,“ - გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის დირექტორი

სტარტაპკურსი პირველად 2018 წელს ჩატარდა, 2020 წელს კოვიდ სიტუაციის გამო კურსები არ გამართულა. თიბისი ბიზნესის მიზანია, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი დააინტერესოს სტარტაპ კულტურით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები