| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – 262 000 აცრილი მოქალაქით და დღე-ღამის ინფიცირების 1 010-მდე გაზრდილი მაჩვენებლით ხვდება ქვეყანა მასობრივ ვაქცინაციას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაანონსა, კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ამცრელი 281 ბრიგადაა, 60 პაციენტის გამტარობით (8 სთ -იანი მუშაობის პირობებში), რაც გაიზრდება. აცრის ცენტრები ჰუალინგ ცენტრში, დიდუბეში გამოფენის პავილიონებში და კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე მოეწყობა. სადაც აცრა მხოლოდ ჩინური ვაქცინებით (სინოფარმის, სინოვაკი) იქნება შესაძლებელი. ფაიზერით და ასტრა ზენეკით მხოლოდ კლინიკებში.
როგორც იცით, ხუთშაბათიდან (1.07.20201) კომენდანტის საათი უქმდება. 2020-ის 28/11-დან მოქმედებდა.
ასევე პრემიერ ღარიბაშვილის ამნისტიით, იზოლაციის, კარანტინის და პირბადის მოხმარებლის წესების დარღვევისთვის 245 000 ფიზიკური და 344 იურიდიული პირი ადმინისტრაციული სახდელისგან (₾76 მლნ) და სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობისგან თავისუფლდება.
Stopcov.ge-ზე განახლებული სტატისტიკა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss