| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
თბილისი (GBC) - საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის მსურველებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადი 7 ივლისამდე უნდა წარადგინონ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით „მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ წევრს უფლებამოსილების 10წლიანი ვადა მიმდინარე წლის ივლისში ეწურება. ახალი წევრი კი, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში, უნდა განამწესოს სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ათი დღისა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია (ბიოგრაფია და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (ათონელის ქუჩა N25) ან, გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: info@president.gov.ge“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss