ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ევროკავშირი უკრაინის მოსამართლეთა კომისიაში ექსპერტების წარსადგენად მზადაა
29 ივნისი, 2021, 20:08

თბილისი (GBC) - ევროკავშირი მზადაა, უკრაინის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კომისიაში დამოუკიდებელი ექსპერტები წარადგინოს. ამის შესახებ განცხადება უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა, მატი მაასიკსმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც უკრაინის უმაღლესმა რადამ შესაბამისი კანონმდებლობა მიიღო.

 „ეს გადამწყვეტი ნაბიჯია, რომელიც მიმართულია უკრაინის სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმისკენ, რომელიც დღეს რადამ გადადგმა. ველოდებით კანონის საბოლოო ტექსტის ხილვას, რომელიც შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ევროკავშირი მზადაა, წარადგინოს დამოუკიდებელი ექსპერტები, რათა მხარი დაუჭიროს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო უმაღლესი კომისიის წევრების შერჩევას. სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმისთვის, მართლმსაჯულების უმაღლესი საბჭოს რეფორმაც მოხდება – რელევანტური კანონპროექტი უკვე შემუშავებულია“, – წერს უკრაინაში ევროკავშირის ელჩი ტვიტერის გვერდზე.

 მანამდე, უკრაინის რადამ მიიღო კანონი, რომლითაც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო უმაღლესი კომისია ხელახლა ამოქმედდება და ამ პროცესში გადამწყვეტი ხმა საერთაშორისო ექსპერტებს ექნებათ. (წყარო: საზმაუ)

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები