| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ISET-ის რესპოდენტების მხოლოდ 6% თვლის, რომ ბოლო 12 თვეში მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა. 35.2% ამბობს რომ არ შეცვლილა. 38.7% მიიჩნევს, რომ მცირედით გაუარესდა, 18.6% კი ამბობს რომ საგრძნობლად.
მოსახლეობის განწყობა პოზიტიურისკენ იცვლება. ISET-ის მიმდინარე მდგომარეობისა და მოლოდინების ინდექსი მაისში გაუმჯობესდა. მიზეზად ეკონომიკური აქტივობის აღდგენა და მაღალი ეკონომიკური ზრდა (აპრილი +48%) სახელდება. თუმცა, ISET-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა თვლის რომ მომდევნო 1 წლის განმავლობაში დანაზოგის გაკეთებას ვერ შეძლებს. მომდევნო 12 თვის განმავლობაშის დაზოგვის შესაძლებლობას მხოლოდ 7.2% ხედავს.88.3% მიიჩნევს, რომ ვერ შეძლებს 3.7%-ს პასუხი უჭირს.
რესპოდენტების 13.2% ამბობს რომ მისი ოჯახი ვალებშია და მხოლოდ 2.9% პასუხობს, რომ მცირედი დანაზოგის გაკეთებას ახერხებენ.
რესპოდენტების 45% -ის აზრით, ახლა დანაზოგის გასაკეთებლად სახარბიელო ეკონომიკური სიტუაცია არ არის. 30%-სთვის თანხის დასაზოგად კარგი დროა. 16% -ის აზრით დანაზოგისთვის „ძალიან ცუდი დროა“.
გამოკითხულთა უმრავლესობა - 48% არც საყიდლებისთვის მიიჩნევს არსებულ სიტუაციას სახარბიელოდ. 43%-სთვის შენაძენისთვის ახლა არც ცუდი და არც კარგი პერიოდია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss