ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ვითიბი აგრობიზნესს აფინანსებს
29 ივნისი, 2021, 13:12
ვითიბი აგრობიზნესს აფინანსებს

თბილისი (GBC) - ვითიბი ბანკის განცხადებით, როგორც ბიზნესის #1 ქომაგი, ინტენსიურად ავითარებს თანაშრომოლობას სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებთან და კომპანიებან, რითიც ხელს უწყობს ფერმერული მეურნეობების ზრდასა და განვითარებას.

ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში შპს ჩერი.ჯე-მ გორის რ-ნ სოფ. მეჯვრისხევში 10 ჰა ინტენსიური ტიპის ბლის ბაღი გააშენა. ბაღში იტალიური ჯიშის ნერგები გაშენდა. წლის ბოლომდე მოხდება ბაღში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობაც. სრული მსხმოიარობის მიღწევის შემდეგ ბაღის მოსავლიანობა 100-150 ტონას მიაღწევს.

„აღნიშნული სტარტაპ პროექტი, ნათელი მაგალითია ფერმერისა და ბანკის წარმატებული  თანამშრომლობისა. მსესხებლის დაუღალავი შრომით და ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, გვჯერა ჩერი.ჯე ერთ-ერთ წარმატებულ ფერმერულ მეურნეობად ჩამოყალიბდება შიდა ქართლის რეგიონში. ბანკი მუდმივად ჩართულია აგრო სექტორის განვითარებაში და ყოველთვის მზადაა ფინანსური დახმარება გაუწიოს სოფლის მეურნეობის სექტორს ყველა მიმართულებით. სწორედ ასეთი პარტნიორული თანამშრომლობა ხელს უწყობს ბიზნესის წარმატებას“ - განაცხადა ვითიბი ბანკის აგრობიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა შმაგი ბრეგაძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები