ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
BSTDB-მ 120 მლნ-იანი ობლიგაციები დახურა
მარიამ მინაძე
28 ივნისი, 2021, 19:58
BSTDB-მ 120 მლნ-იანი ობლიგაციები დახურა

თბილისი (GBC) - შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) 120 მლნ ლარის ღირებულების 3 წლიანი ობლიგაციები დროულად, 18 ივნისს ვაჭრობიდან მოიხსნა. (დაფარვის თარიღი 20/06/2021)

ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟზე (სსბ) A კატეგორიის ლისტინგში 2018 წელს განთავსდა. განთავსების აგენტი კი თიბისი კაპიტალი იყო.

ობლიგაციების მცურავი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) კი მიბმული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის 3 თვიან სადეპოზიტო სერტიფიკატის პროცენტს, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით.

მოზიდული 120 მილიონით BSTDB -მ თიბისი ბანკი დააფინანსა, რომელიც თავის მხრივ ამ საკრედიტო ხაზიდან მცირე და საშუალო ბიზნესის  დაკრედიტებას მოახდენდა. 

BSTDB-მ ობლიგაციები მიმდინარე წლის 1Q-შიც დახურა. 2018 წლის 27 მარტს გამოშვებული 25 მლნ ლარის ღირებულების 3 წლიანი ობლიგაციები ვაჭრობიდან მიმდინარე წლის 26 მარტიდან მოიხსნა.  

აღნიშნული ობლიგაციებიც სსბ-ს A კატეგორიის ლისტინგში იყო. განთავსების აგენტი კი გალტ ენდ თაგარტი იყო.

25 მლნ-იანი ობლიგაციების კუპონის განაკვეთიც სებ-ის 91 დღიან სადეპოზიტო სერთიფიკატებზე იყო მიბმული, კვარტალური გადახდით.

BSTDB-ს ახლა მხოლოდ ერთი, 5 წლიანი 50 მლნ ლარის ღირებულების ობლიგაციები აქვს სსბ-ზე განთავსებული, რომელსაც დაფარვა 2023 წლის 27 ივნისს უწევს.

ობლიგაციები სსბ-ზე A კატეგორიის ლისტინგშია დაშვებული, განთავსების აგენტი ისევ გალთ ენდ თაგარტი იყო.

50 მლნ-იანი ობლიგაციების მცურავი საპროცენტო განაკვეთისებ-ის 3 თვიან სადეპოზიტო სერტიფიკატის პროცენტზეა მიბმული, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით.  


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები