| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა
ეროვნულმა კომისიამ (სემეკ)ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი მცირე კომპანიებისათვის
- შპს „გასკო +“, შპს „ვარკეთილაირი“, სს „ენერგოკავშირი “ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა
და მოხმარების ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელა. კორექტირებული ტარიფები ძალაში შევა
პირველი ივლისიდან და იმოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
შპს „გასკო +“ ოპერირებს ქ. სენაკში და ემსახურება 9 ათასამდე აბონენტს. შპს „ვარკეთილაირი“ ოპერირებს ქ.თბილისში, ვარკეთილში
16 ათასამდე აბონენტს ემსახურება. სს „ენერგოკავშირი“ ოპერირებს ქ. თბილისში, ემსახურება
გლდანისა და მუხიანის რამდენიმე მიკრორაიონს, ჯამში 12 000-მდე აბონენტს.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად,
შპს „გასკო +“-ის კორექტირებული ტარიფია 53.351
თეთრი/მ3 დღგ-ს ჩათვლით. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.301
თეთრი/მ3-ს.
შპს „ვარკეთილაირის“ კორექტირებული ტარიფია 57.062 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.677 თეთრი/მ3-ს.
სს „ენერგოკავშირის“ კორექტირებული ტარიფია 57.794 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 49.443 თეთრი/მ3-ს.
ტარიფების ცვლილების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი
გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სემეკში
შესული კომპანიების მოთხოვნები ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ტარიფი გაიზარდა თბილისი
ენერჯისთვისაც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss