ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რადიოებს ₾ 1.5 მლნ დავალიანება ეპატიება
28 ივნისი, 2021, 12:28

თბილისი (GBC) -  შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრისადმი“  1.5 მილიონი ლარის დავალიანება 24 რადიკომპანია ჩამოეწერება, წლის ბოლომდე,.

„მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებობს ასეთი კომპანია შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრი“, რომელიც ფლობს მთელი საქართველოს მასშტაბით ანძებს. ამ ანძების მეშვეობით სხვადასხვა რადიომაუწყებელს სიხშირეებს ვაწვდით. ჩვენ და ასევე მარეგულირებელ კომისიას ცოტა ხნის წინ მიმართა 24-მა რადიოკომპანიამ და ამ ტელე-რადიო ცენტრის მიმართ დაგროვილი დავალიანების პატიება ითხოვა. ეს ახსნილი იქნა კორონავირუსის პანდემიის პერიოდით. ჩვენ ეს მოთხოვნა გავიზიარეთ მათ შორის, მათი არგუმენტაცია. მართლაც, რადიოკომპანიების ძირითადი შემოსავალი არის რეკლამა, მოგეხსენებათ, რომ 2020 წელს შეფერხებული იყო ეკონომიკური საქმიანობა და რა თქმა უნდა, მათ შემოსავლები ან შეუწყდათ ან შეუმცირდათ. აქედან გამომდინარე, მთავრობამ მათი მოთხოვნა გაიზიარა და 24 რადიომაუწყებელი კომპანის მიმართ დახლოებით 1.5 მლნ ლარის დავალიანება და ასევე, წლის ბოლომდე მომსახურების საფასურის პატიება მოხდება. ჩვენ გვინდა მათ ვუსურვოთ წარმატება. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო და მომავალშიც შევუწყობთ მათ შეუფერხებელ მუშაობას ხელს, ასევე, თავისუფალ რადიომაწყებლობას“, - განაცხადა თურნავამ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები